„ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკური მიმართულების თერაპევტი ანკო პირველი იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო იყო ადამიანური ურთიერთობები იყო. კერძოდ კი წამყვანის შეკითხვას - რატომ ვთხოვთ ადამიანებს იყვნენ ჩვენთვის ყველაფერი? - ასე პასუხობს:
„ეს სინამდვილეში არის ის, რომ მე მინდა შენ ყველაფერი იყო ჩემთვის, რომელიც შეუძლებელია. ვერ იქნები პარტნიორი ერთდროულად შენი მამა, დედა, კოლეგა, მეგობარი და ყველაფერი ეს შეუძლებელია. ამის მოთხოვნა დ სურვილი ადამიანებში არსებობს, თუმცა ეს შეუძლებელია.
ადამიანი უნდა იყოს მზად თუ არის ისეთი რაღაც, რაც არ მოსწონს, თავის პარტნიორში და ამაზე უნდა ჰქონდეს ტოლერანტობა. უნდა შეძლო, მიიღო ცუდიც და კარგიც. შეუძლებელია, ადამიანში ყველაფერი მოგწონდეს. არ არსებობს იდეალური არც პარტნიორი და არც მშობელი - საერთოდ, იდეალური არაფერი არ არსებობს. ეს მოთხოვნა, „ოღონდ შენ იყავი ყველაფერი ჩემთვის“, შეიძლება, იმ ადამიანს ვისაც ამას სთხოვთ, დიდ აგრესიას უჩენდეს.
არის ტენდეცია, რომ ადამიანი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც სხვისკენ გაურბით თვალი და შესაძლოა, თქვენ ფანტაზმის სცენარში ჩაჯდეს ისეთი ადამიანი, რომელიც „არავის არ მოსწონს“ და „არის ცუდი“ და „საშინელება“.
ხშირად არის თუ ადამიანს აქვს ცუდი გამოცდილება დედასთან, მამასთან და ისინი იყვნენ ალკოჰოლზე დამოკიდებულები, შვილი ცდილობს, რომ მშობლებისგან რადიკალურად განსხვავებული მეორე ნახევარი აირჩიოს“, - ჰყვება ანკო პირველი.
რაც შეეხება განკურნების ფორმებს, ფსიქოლოგი განმარტავს:
„ამ დროს ფსიქოთერაპია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ასევე იფიქრეთ და ილაპარაკეთ ისეთ ადამიანებთან რომელსაც თქვენი და ამ თემის ესმის და გაიგებს. ადამიანებს აქვთ სურვილი, ეს იყოს გაზიარებული. თერაპია კი ცალსახად საუბრით განკურნებაა, ამიტომ არასოდეს არ არის, რომ ერთი რაღაც არის ჭეშმარიტი“.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პატრიარქის ნათლულები დღეს ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ