17 მარტს მომღერლის ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერლის დამ, სალომე კბილაშვილმა გაავრცელა.
იგი ამჯერად მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მამის და პატრიარქის ერთ დღეს გარდაცვალებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამასთან ერთად ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს.
„როგორი დამთხვევაა… ერთი და იმავე დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა… ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა… და ბოლოს, ორივე ერთი და იმავე დღეს გარდაიცვალა… 🕊️
ეს ვიდეო წლების წინ არის გადაღებული… სადაც მამა ისეთი სითბოთი და სიყვარულით იხსენიებს უწმინდესს… დღეს კი ამ კადრებს სულ სხვა სიმძიმე და მნიშვნელობა აქვს…
დრო გადის, მაგრამ ასეთი მოგონებები სულში რჩება… და მათთან ერთად ყველაფერი, რაც ვერასდროს დაგვავიწყდება…“, - წერს სალომე კუბლაშვილი.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: