გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ მომღერალი ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ ექსტრემალური გართობა და საშიში თავგადასავლები არ იზიდავს - უპირატესობას კომფორტულ და მშვიდ გარემოს ანიჭებს. იგი დისნეილენდში მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როდესაც „ინდიანა ჯონსის“ ატრაქციონზე მიღებული შიშისგან ფეხები რამდენიმე წუთის განმავლობაში უკანკალებდა. ნინო ჩხეიძე ასევე ჰყვება, რომ განსაკუთრებით ღამურებისა და ქვეწარმავლების ეშინია.
„არ ვარ ექსტრემალი ადამიანი არც მიყვარს შეშინება, მირჩევნია კომფორტში ვიყო და წყნარად და მშვიდად ვიჯდე.
ერთხელ, დისნეილენდში ვიყავი და „ინდიანა ჯონსის“ ატრაქციონზე დავჯექი, როცა ეს ატრაქციონი დასრულდა რაღაც კაკუნის ხმა მაწუხებდა, ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა. დავიხედე, ფეხები ისე მიკანკალებდა 5 წუთი შიშისგან ფეხი არ გამიჩერდა, არც საშიში ფილმი და მუსიკა მიყვარს.
ყველაზე მეტად ღამურის მეშინია, ვერ ვიტან, ასევე ძალიან მეშინია ქვეწარმავლების“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.
შიში ადამიანში იწვევს 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!