Digest Logo

„სიყვარული არის პატივისცემა და ნდობა - თუ მოგთხოვათ ტელეფონის ჩვენება, შეიძლება აჩვენოთ, მაგრამ იქვე დაამთავროთ ურთიერთობა“ - ზურა მხეიძე

1765867708
ზურა მხეიძე

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა ქალვაჟურ ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სიყვარული არის პატივისცემა და ნდობა.

„სიყვარული არის პატივისცემა და ნდობა, როდესაც მე თქვენ ტელეფონს არ ვამოწმებ იმიტომ კი არ ვამოწმებ, რომ სულელი ვარ მომატყუებ, არა უბრალოდ ზუსტად მანდ გიმტკიცებთ რომ მიყვარხარ. 

ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ვიღაცამ ტელეფონი მომთხოვა, მე შეიძლება ტელეფონი ვაჩვენო,  მაგრამ იქვე დაამთავრო ურთიერთობა.

ადამიანი იტანჯება არა გარეგანი რაღაცებით, არამედ შინაგანი თავისი ქცევით. ადამიანი, რომელიც სულ იტყუება, მაინც ხომ ხვდებით, რომ თქვენი ბრალია და არასწორი ადამიანი აგირჩევიათ, თუ ისეთ ადამიანთან ხარ, რომელიც სუ გატყუებს, ეს მაინც შენი ბრალი გამოდის“, - ამბობს ზურა მხეიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიყვარულისა და სიმშვიდის კოდები, რომელიც ყოველდღე 9-ჯერ ჩუმად ან ხმამაღლა უნდა გაიმეორო“ - როდის უნდა გამოიყენოთ ეს კომბინაცია

⭕„გირჩევთ, არ დაკავდეთ დღეს სარისკო საქმეებით, გადადეთ მოგზაურობა და არ დაქორწინდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 დეკემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით