Digest Logo

თეო ხაბულიანი: „აღმოსავლური პრაქტიკები კავკასიაში საკმარისი არაა - დროა გაცოცხლდეს უძველესი სულიერი ცოდნა“

1767688043
თეო ხაბულიანი

სულიერი განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თანამედროვე აღმოსავლური სულიერი პრაქტიკები, მიუხედავად გლობალური პოპულარობისა, კავკასიაში ვერ უზრუნველყოფს ღრმა ტრანსფორმაციას. მისი თქმით, მიზეზი არა პრაქტიკების სისუსტე, არამედ სხეულის, ნერვული სისტემისა და კოლექტიური მეხსიერების სპეციფიკური ველია.

ხაბულიანი განმარტავს, რომ კავკასიელი ადამიანი ისტორიულად ცხოვრობს მუდმივი საფრთხისა და ტრავმის ველში, სადაც სხეული აქტიურად საჭიროებს ადრენალინის ტრანსფორმაციას, ძალის რეგულაციას და ნერვული სისტემის გაძლიერებას. შესაბამისად, მხოლოდ დამამშვიდებელი პრაქტიკები, როგორიცაა ზოგადი მედიტაცია ან სეროტონინის გაზრდის ტექნიკა, არ არის საკმარისი.

ხაბულიანის ხედვით, კავკასიური სულიერება უნდა იყოს მიწაზე დაფუძნებული, ძლიერი, პასუხისმგებლობით და გულთან დაკავშირებული; ის ეფუძნება ოთხ საყრდენს: სხეული, მეხსიერება, მიწა და ცნობიერება. ასეთი გზა აძლიერებს ნერვულ სისტემას, ააღორძინებს ძალას, გადაამუშავებს წინაპართა ტრავმას და მხოლოდ ამის შემდეგ ხსნის გულს ღიად ზეცისკენ.

„თანამედროვე სამყაროში აღმოსავლური სულიერი პრაქტიკები გლობალურად გავრცელდა და ხშირად აღიქმება, როგორც უნივერსალური გზები ადამიანის ბალანსისა და განკურნებისთვის. თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ეს სისტემები სხვადასხვა გეოგრაფიულ და კულტურულ სივრცეში ერთნაირ შედეგს არ იძლევა.განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს კავკასიის რეგიონში, სადაც აღმოსავლური მეთოდები ხშირად ამშვიდებს ადამიანს დროებით, მაგრამ ღრმა ტრანსფორმაციას ვერ ახდენს.

ამის მიზეზი არ არის პრაქტიკების სისუსტე მიზეზი არის ველის განსხვავებულობა.

ნეირომეცნიერების მიხედვით, ადამიანის ნერვული სისტემა ადაპტირდება გარემოს მრავალთაობიანი ზემოქმედებით.

აღმოსავლური პრაქტიკების უმეტესობა შექმნილია ისეთ გარემოში, სადაც კლიმატი სტაბილურია,აგრესიული გადარჩენის რეჟიმი მინიმალურია, სოციალური ველი ნაკლებად ტრავმულია, ამ პირობებში დომინირებს პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, კავკასიაში კი ისტორიულად აქტიურია მუდმივი საფრთხის განცდა, ომები, მიგრაციები, დანაკარგები, კოლექტიური ტრავმა და სხვა. შედეგად, ადამიანის ორგანიზმი ცხოვრობს სიმპათიკური ნერვული სისტემის რეჟიმში (ბრძოლა).

როდესაც ასეთ სისტემას ვთავაზობთ მხოლოდ დამამშვიდებელ, პრაქტიკებს, სხეული ამას აღიქვამს როგორც რეალობისგან მოწყვეტას და არა როგორც უსაფრთხოებას.

თითოეულ რეგიონს აქვს თავისი არქეტიპული,სტრუქტურა. აღმოსავლეთში დომინირებს, დამკვირვებლის ცნობიერება, კავკასიაში კი, მეომრის არქეტიპი, მცველის არქეტიპი და გადარჩენის ცნობიერება.

გეოფიზიკის თვალსაზრისით, დედამიწის მაგნიტური ველი არ არის ერთგვაროვანი.მთიანი რეგიონები, როგორიცაა კავკასია, გამოირჩევა ძლიერი მიწის მუხტით,მაღალი მინერალიზაციით მკვეთრი ენერგეტიკით, აღმოსავლური პრაქტიკები ხშირად მუშაობს ზედა ჩაკრებზე, კავკასიურ ველში კი ასეთი მიდგომა იწვევს შფოთვას, სხეულისგან „ამოვარდნის“ განცდას, აქ ენერგია მოითხოვს მიწასთან კავშირს.

ჩვენთან პრობლემა ქვედა ჩაკრებშია.

კავკასიური სულიერი სისტემა არ ეწინააღმდეგება აღმოსავლურს უბრალოდ ის მიმართულია იმაზე, რაც აქ მუშაობს.

ის არ გაურბის რეალობას, არამედ ამ რეალობაში აყალიბებს ძლიერ, ცნობიერ ადამიანს.

აღმოსავლური პრაქტიკები უნივერსალური არ არის, ისინი ლოკალურ ველზე დაბადებული სისტემებია.

კავკასიაში სულიერი გზა უნდა იყოს მიწაზე დაფუძნებული, ნერვულ სისტემასთან შესაბამისი, კოლექტიური მეხსიერებით გათვალისწინებული.

აღმოსავლური პრაქტიკების დიდი ნაწილი მუშაობს კორტიზოლის დაწევაზე, სეროტონინისა და გაბას (GABA) მატებაზე ანუ დამშვიდებაზე. ეს ეფექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ კავკასიურ რეალობაში არასაკმარისი.
კავკასიაში ადამიანის ორგანიზმი არის ქრონიკულ ჰიპერფხიზელობაში, ადრენალინისა და ნორადრენალინის მაღალ დონეზე „მზადყოფნის“ მდგომარეობაში, რომელიც თაობებიდან გადაეცემა,როდესაც ასეთ სისტემას მხოლოდ დამამშვიდებელ პრაქტიკას ვთავაზობთ, ენერგია იკლებს, ჩნდება სიცარიელის განცდა
ადამიანი კარგავს ძალის შეგრძნებას, მიუხედავად მისი სიმშვიდის.

კავკასიურ სხეულს სჭირდება ადრენალინის ტრანსფორმაცია და არა ჩახშობა, ძალის რეგულაცია და არა გათიშვა, ნერვული სისტემის გაძლიერება და შემდეგ დამშვიდება.

აღმოსავლური პრაქტიკების ნაწილი მიმართულია ცნობიერების „დაკვირვებაზე“,მაგრამ კავკასიურ კოლექტიურ ტრავმაში დაკვირვება საკმარისი არ არის.

აქ საჭიროა მოძრაობა..

კავკასიაში უკეთ მუშაობს აქტიური სომატური პრაქტიკები, ძალის, ბრაზის და შიშის გაცნობიერებული გამოხატვა, სხეულის „დაბრუნება“ აქ და ახლა.

კავკასიურ სივრცეში ხშირია ფენომენი, როცა ადამიანი იწყებს მედიტაციას, საუბრობს სინათლეზე, მიღებაზე, პატიებაზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვერ იცავს ამ საზღვრებს, ეს არ არის სულიერების პრობლემა, ეს არის ველის შეუთავსებლობა.

კავკასიური სულიერება ითხოვს პასუხისმგებლობას,პირდაპირობას,ძალისა და გულის ერთდროულ განვითარებას.
ის ეფუძნება ოთხ საყრდენს, სხეული როგორც ძალის საცავი, მეხსიერება როგორც გასათავისუფლებელი ველი, მიწა როგორც სტაბილიზატორი და ცნობიერება რომელიც ქმნაშია.

თანამედროვე კავკასიელი ადამიანი არ საჭიროებს, კიდევ ერთ „გაქცევის“ გზას, ის საჭიროებს სისტემას, რომელიც გააძლიერებს ნერვულ სისტემას, დააბრუნებს ძალას სხეულში გადაამუშავებს წინაპართა ტრავმას და მერე გახსნის გულს.

აღმოსავლური პრაქტიკები აქ არ „არ მუშაობს“ რადგან, ისინი უბრალოდ არ არის საკმარისი ჩვენთვის.

კავკასიაში სულიერი გზა უნდა იყოს მკვეთრი, მაგრამ ცნობიერი,ძლიერი, მაგრამ გულით,მიწაზე მდგომი, მაგრამ გახსნილი ზეცისკენ..

ჩვენი ველი ითხოვს მიწას და თუ მიწას გავურბივართ არის ნგრევა.

კავკასიაში სიხშირე და ალქიმია ერთმანეთისგან არასდროს იყო განცალკევებული. ჩვენთან სიხშირე იყო როგორც მდგომარეობა და არა რიცხვი,ეს იყო მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი შედიოდა. იცოდნენ, რომ ყოველი ემოცია ქმნის განსხვავებულ ვიბრაციას, ყოველი ორგანო რეაგირებს კონკრეტულ დიაპაზონზე, სხეული თავად „იცვლის სიხშირეს“, თუ პირობები შეიქმნა,ამიტომ მკურნალი ქმნიდა გარემოს, სადაც სხეული თავად შედიოდა საჭირო რეზონანსში.

ცეცხლი გამოიყენებოდა როგორც გამაძლიერებელი ველი.

ხმა, რომელიც ცეცხლთან იშვებოდა იცვლიდა ტონალობას, ღრმავდებოდა და სხეულში აღწევდა უფრო ძლიერად ეს იყო ბუნებრივი ბიორეზონანსი.

ქვა იყო როგორც სიხშირის მატარებელი. იცოდნენ, რომ სხვადასხვა ქვა ინახავს ვიბრაციას, აძლიერებს და აბალანსებს სხეულის ტალღას, ქვა არ „კურნავდა“. ქვა ასტაბილურებდა სიხშირეს, რომ სხეულს განკურნება შეძლებოდა.

ჩვენთან არსებობდა სპეციალური კავკასიური სუნთქვა, რომელიც სიხშირის გადამრთველი იყო. სუნთქვის რიტმის შეცვლით იცვლებოდა გულის რიტმი, იცვლებოდა ტვინის ტალღები. იცვლებოდა ჰორმონალური მდგომარეობა, ეს იყო ბიოქიმიის ალქიმია, სანამ სიტყვა „ბიოქიმია“ იარსებებდა.

ალქიმია აქ არ ნიშნავდა ლითონის ოქროდ ქცევას.

ეს იყო ადამიანის გარდაქმნა.

კავკასიური ალქიმიური ფორმულა იყო უძლიერესი, რომელიც ცნონიერების ალქიმიას ახდენდა. ამიტომ იყო რომ საქართველო ვერ იმართებოდა სხვა ქვეყნების მიერ რადგან ჩვენი ალქიმიური ცოდნა და სიხშირე იყო ძლიერი.

კავკასიაში იცოდნენ, რომ, ადამიანი არის ცოცხალი ვიბრაცია, ავადმყოფობა არის სიხშირის დაკარგვა, განკურნება არის დაბრუნება საკუთარ ტალღაში, და ეს კეთდებოდა სპეციალური პრაქტიკებით.
და ეს არ იყო მაგია.

ეს იყო სიღრმისეული ცოდნა ადამიანის ბუნებაზე.

მრავალხმიანი სიმღერები არ გვქონდა ტყუილად, ეს იყო ველის გენის კურნება, ღვთიური ენერგიის შეკვრა და ღრმა სამყაროსეული ცოდნა.

კავკასიური იოგა ავიღოთ თუნდაც, მაგალითად მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს.

მსოფლიო ცოდნის სინთეზი კარგია და აუცილებელიც კი, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს კავკასიური ცოდნა რადგან აქ ამ გენში, ამ ველში მუშაობს კავკასიური ცოდნა და არა აღმოსავლური.

კი ვიცი რომ მოდაშია აღმოსავლური პრაქტიკები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩვენს მიწაზე.

დროა გაცოცხლდეს და სინთეზირდეს უძველესი კავკასიური ცოდნა ახალ თანამედროვე რეალობასთან.

საქართველო ატარებს მადლს და ეს მადლი არის პასუხისმგებლობა საკუთარ გულებთან და სულებთან“,- წერს თეო ხაბულიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წელი ყველაზე დიდი ოცნებების რეალიზების საშუალებას მისცემს

🎥 „დასრულდა ყოველწლიური საცივის ომი და ისევ გაიმარჯვა საქართველომ... ახლა გურული ღვეზელის დროა“ - ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტი საშობაოდ

⭕ „აღიარების წელი იქნება, იშვიათად იღბლიანი“ - ყველაფერი, რაც მორიელებს 2026 წელს ელოდება