
როგორ ფიქრობთ, რას აკეთებენ მდიდარი, ცნობილი და წარმატებული ადამიანები ძილის წინ? ითვლიან მათ მიერ გამომუშავებულ ფულს, თუ ხმაურიან წვეულებებზე ერთობიან? - ცხადია არა, ისინი ჩვეულებრივი, „მიწიერი“ რიტუალების გარეშე, წარმატებულები ძნელად თუ გახდებოდნენ, რადგან მათ კარგად იციან, რომ არსებობს ფულზე უფრო ღირებული რამ, რაც გვავსებს ენერგიით და გვმუხტავს.
რიტუალი 1 - ინფორმაციული დეტოქსი
წარმატებულმა ადამიანებმა იციან როგორ შეინარჩუნონ და აღადგინონ ენერგორესურსები. ამიტომ, მათი უმეტესობა უარს ამბობს საღამოს მუშაობაზე, ასევე ელექტრონული ფოსტის, ბიზნეს სიახლეების და საქმიანი შეტყობინებების შემოწმებაზე, ეს ერთგვარი ინფორმაციული დეტოქსია, რაც დატვირთული დღის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, არის ფორსმაჟორული მოვლენები და გარემოებები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ ჩარევას, მაგრამ ეს არ ხდება ყოველდღე.
რიტუალი 2 - თბილი აბაზანა
მნიშვნელოვანია, რომ დაისვენოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც: თბილი აბაზანა ბუნების ხმებით, ნახევარი საათი სრულ სიბნელეში და სიჩუმეში, ფეხების მასაჟი სპეციალური ზეთებით.
რიტუალის შემდეგ სხეულიც და სულიც სიმსუბუქეს იგრძნობს - ეს არის სწორი დასვენების მთავარი კრიტერიუმი.
რიტუალი 3 - ახლობლებთან ურთიერთობა
წარმატებულ ადამიანებს შორისაც არიან სოციოპათები, ინტროვერტები და მიზანთროპები, რომლებიც ვერ იტანენ გარშემომყოფებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობას კარგი დასვენებისთვის მაინც სჭირდება ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.
სამუშაო, რაც არ უნდა წარმატებული იყოს ის, მხოლოდ ცხოვრების ნაწილია, მაგრამ არა მთელი ცხოვრება.
ყველამ, ვინც წარმატებისკენ მიმავალი რთული გზა გაიარა, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა, ვინც გიყვართ და ვისიც გჯერათ. ამიტომ აქციეთ ტრადიციად ყოველ საღამოს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება.
რიტუალი 4 - მადლიერება
მადლიერება აუცილებელი პირობაა ბედნიერი ცხოვრებისათვის. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი ყოველ ღამე ლოცვებში მადლობას უხდის ქრისტეს, ალაჰს ან ბუდას. ზოგიერთი ადამიანი მადლობას უხდის ოჯახს და მშობლებს, ვიღაც მადლობას სამყაროს უგზავნის, მთავარია ეს გააკეთოთ გულით და არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ საკუთარ თავს. რადგან თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს რაღაც ახალი და რთული, წავიდეს დათმობებზე, გაწიროს რაღაც - ამიტომაც, საკუთარი თავის მადლიერება არის ჯილდოც იმისთვის, რაც გააკეთეთ და მოტივაციაც წინსვლისთვის.
რიტუალი 5 - კითხვა
წარმატებული ადამიანების უმრავლესობა წიგნებს ძილის წინ კითხულობს. ხშირად ეს პროფესიულ ლიტერატურაზე მეტად მხატვრული ლიტერატურაა, რაც მძიმე და დატვირთული დღის ბოლოს ერთგვარი განტვირთვაა.
მნიშვნელოვანი ნიუანსი - სახლში ძილის წინ, ღირს ქაღალდის წიგნის წაკითხვა, რადგან ის არა მხოლოდ აზროვნების საკვებს იძლევა, არამედ ხელს უწყობს სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნების მიღებას.
რიტუალი 6 - გასეირნება
დღის ბოლოს გასეირნება ბუნებაში თუნდაც ნახევარი საათით ერთგვარი რელაქსია. თუ ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მასთან ერთად საღამოს სიარულს ფასდაუდებელი სარგებელი მოაქვს თქვენი სხეულისთვის. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ გჭირდებათ სუფთა ჰაერი ძილის წინ, თუნდაც გარეთ ყინვა იყოს, გასეირნება უკვე შესანიშნავი ვარიანტია.
რიტუალი 7 - ფიზიკური კონტაქტი
არ არის აუცილებელი ეს იყოს სექსი, დღის ბოლოს ძალიან კარგად მუშაობს ოქსიტოცინი - „ჩახუტების ჰორმონი“. ჩაეხუტეთ პარტნიორს, ან ბავშვებს ძილის წინ, მოეფერეთ შინაურ ცხოველს.
ჩახუტება იძლევა სასიამოვნო ემოციებს, რაც აადვილებს დაძინებას. და, შესაბამისად, დილით გაღვიძებაც უფრო სასიამოვნო იქნება.
ხოლო დილით სიხარულით გაღვიძება წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი ჩვევაა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული...“ - მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმაზე
⭕„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს მანუ მურღულია?
⭕„ქალი მშვენება და საოცრება“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები