
2023 წლის ვალენტინობის სიმბოლო კაცი ვარდებით ხელში გახდა. ამ ფოტომ სრულად სოცქსელი აალაპარაკა და გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველომ“ ეს ადამიანი სტუმრად მოიწვია.
ის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი - იგორ გალპერინი გახლავთ. როგორც თავად ჰყვება, ცოლი სამი წლის წინ მოიყვანა.
„საღამოს 11 საათი იყო, სახლში მივდიოდი და თაიგული მეუღლისთვის მიმქონდა. მეუღლე ყვავილით უნდა გაანებივრო.... 3 წელია, რაც ხელი მოვაწერეთ. ერთმანეთი სოციალური ქსელით გავიცანით...“, - ამბობს კაცი ვარდებით ხელში.