Digest Logo

🎥 წყენა, ბრაზი, ფიცი, წყევლა - რა დაავადებების სახით ვლინდება საგვარეულო კარმაში წინაპრების მიერ დაშვებული ეს შეცდომები?

1747133017
საგვარეულო კარმა

დღეს თუ „კარმის“ შესახებ იკითხავთ, უმეტესობა თამამად გაგცემთ პასუხს, რომ ყველა ადამიანს თავისი კარმა აქვს და მთელი ცხოვრება მის მიხედვით უნდა გაიაროს. რა არის საგვარეულო კვანძების კარმა? საიდან მოდის და როგორ მუშაობს ის?

წყენა, ბრაზი, ფიცი, წყევლა -  როგორ აღადგენს სამყარო ბალანსს ამ პროგრამების მატარებელ საგვარეულოებში?

„საგვარეულო კარმის“ შესახებ „ქალების პოდკასტში“ სტუმრები სოფიკო ფიცხელაური, თამარ ფცქიალაძე საუბრობენ.

„კარმა სიტყვა-სიტყვით არის მიზეზ-შედეგობრიობა. საგვარეულო კარმაც, დატვირთულია მიზეზ-შედეგობრიობაზე სადაც არის საგვარეულოს ველი, ამ ველში კი შესაძლოა, როგორ პოზიტიური, ასევე ნეგატიური კარმული პროგრამა იყოს ჩაწერილი. ეს პროგრამა გადაეცემა თაობიდან თაობას და მოქმედებს ოჯახის თითოეულ წევრზე. ხშირია გაურკვევლობა, როდესაც ამბობენ, რატომ უნდა მოახდინოს 7 თაობის მიერ ჩადენილმა ცოდვამ ჩვენზე ზეგავლენა?! - აქ ლოიალობის კანონი იწყებს მოქმედებას. აქ შემოვიყვანოთ ახლა, ეგრეგორის საკითხიც და იქმნება ოჯახის ეგრეგორი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. რამდენი თაობა შეიძლება ჩვენზე გავლენას ახდენდეს? ბოლო დროს ჩატარებულმა პრაქტიკულმა კვლევებმა აჩვენა, ბოლო 7 თაობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი. უკვე კვლევაში, ვხედავთ რომელ თაობაში იყო ესა თუ ის პროგრამა აქტიური და რომელმა ვერ გაანეიტრალა.

ინდივიდუალური კარმა - რომელსაც ჩვენი ქცევებით და დამოკიდებულებებით ვქმნით.

საგვარეულო კარმა - სისტემა, რაც მემკვიდრეობით გვერგო.

საინტერესოა რა დარღვევებია ის, რომელიც წარსულში ჩაიდინეს წინაპრებმა და არ გავასწორეთ? ესენია: წყენა, ბრაზი, ფიცი, წყევლა - ეს ყველაფერი გენეტიკური დაავადებების სახით ვლინდება, მათ შორის ფსიქოლოგიური“, - ამბობს სოფიკო ფიცხელაური.

რაც შეეხება საგვარეულოებში ბევრი გოგოს დაბადებას - თამარ ფცქიალაძის თქმით, სამყაროში ყველაფერი არის ენერგია და ქალური ენერგია, ნეგატივის მთავარი განმწმენდია.

„იქნება ეს სიყვარული თუ შიშის ენერგია, ეს იწერება კვანტურ ველში. თუ ადამიანმა ცუდი საქციელი ჩაიდინა და არ გააცნობიერა, ეს რჩება ენერგოველში. სამყარო კი მიისწრაფვის დაბალანსებისკენ, ამიტომ რა ცუდი პროგრამაც მოხდა წარსულში ეს უნდა დაბალანსდეს, რადგან იგივე გამოწვევა რაც ბაბუას ჰქონდა, მეორდება თაობებში. სინამდვილეში კი, სამყარო ჩვენით ცდილობს ამ კარმული კვანძის გასწორებას, სამყარო ან ღმერთი არავის არ სჯის, არამედ ცდილობს ბალანსის აღდგენას. თუ ნეგატიური კარმის მქონე ოჯხში დავიბადე, ანუ მე თანახმა ვარ ამ კარმის გასწორებაზე ვიზრუნო მადლიერებით და სიყვარულით, მაგრამ ეს თუ არავინ არ გაასწორა, თვითონ სამყარო ასწორებს და შეიძლება გვარიც გაქრეს. ხშირად საგვარეულოს გამწმენდი არის ქალური ენერგია, ბევრი გოგოს დაბადება ნიშნავს საგვარეულოს გაწმენდვას. სისტემაში არ არის, რომ ბიჭია მთავარი, იქ არის თანაბრობის პრინციპი“,- განმარტავს თამარ ფცქიალაძე.

ვრცლად ნახეთ, ვიდეო: