Digest Logo

🎥 „თუ ადამიანს ოჯახი და გარემოცვა ცუდად ექცევა, შემდეგ ის სხვას ექცევა ცუდად“ - მარინა კაჭარავა

1746202201
მარინა კაჭარავა

გადაცემაში „ახალი დღე“ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბულინგის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ბავშვს პირველ რიგში, საკუთარი თავის მიღება და პატივისცემა უნდა ვასწავლოთ.

„როგორც კარლ როჯერსი იტყოდა, ადამიანი იქცევა ცუდად მაშინ, როდესაც მას ადრე მოექცნენ ცუდად, ანუ თუ ადამიანს სამყარო [ოჯახი, გარემოცვა, ეზო, ბაღი, სკოლა] ექცევა ცუდად, შემდეგ ის ექცევა სხვას ცუდად.

ბულინგში სამი აქტორი მონაწილეობს: მჩაგვრელი, მსხვერპლი და მაყურებელი, რომელიც შეიძლება ხან მხსნელად იქცეს, ხან უბრალოდ მაყურებლად – ზოგი ბულერის მხარეს არის, ზოგი დაჩაგრულის, ზოგი ამ ყველაფერს ნეიტრალურად უყურებს და სანახაობით ერთობა. ხშირ შემთხვევაში, ისინი ხმას არ იღებენ, იმიტომ, რომ ეშინიათ დაჩაგრულის ადგილას არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა მარინა კაჭარავამ.

 

@1tv.ge

„თუ ადამიანს ოჯახი და გარემოცვა ცუდად ექცევა, შემდეგ ის სხვას ექცევა ცუდად“ - მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი

♬ original sound - პირველი არხი

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან გამახარა ყოველმა თქვენმა მოლოცვამ და თბილმა სიტყვებმა“ - ზუკა ხუციშვილი

🎥 „განსაკუთრებულად უყვარს დედიკო“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად გადაღებულ მხიარულ კადრებს აქვეყნებს

⭕გიორგი მიქაუტაძე: „ლიონში“ ისტორიის დაწერა მინდა, არასდროს ვღელავ, ფეხბურთს ისე ვთამაშობ, როგორც ვიცი