მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს უხსნის, რომ ადამიანისთვის ყველაზე დამანგრეველი ემოციები დაბალ სიხშირეებზე ბინადრობს, თუ რომელია დაბალი სიხშირე ამას ქვემოთ მოცემული პოსტიდან გაიგებთ:
„🔻 სირცხვილი (20 ჰერცი) – უმტკივნეული, ყველაზე დაბალი სიხშირე, მდგომარეობა „მე შეცდომა ვარ“ ან „მინდა, რომ არ ვარსებობდე“. ბიოქიმიურად, უჯრედებს უბიძგებს თვითგანადგურებისკენ, რაც შესაძლოა აუტოიმუნურ დაავადებებსა და კიბოს წარმოშობდეს.
🔻 დანაშაულის გრძნობა (30 ჰერცი) – მდგომარეობა „მე არასწორად მოვიქეცი“ ან „მე უნდა დავისაჯო“. დანაშაულის გრძნობა იწვევს მსხვერპლის როლში ყოფნას: ფულის დაკარგვა, უბედური შემთხვევები, დაზიანებები.
მსხვერპლს ერთი მკაცრი კანონი აქვს – ის არ იღებს ანაზღაურებას. ფულის ენერგია (300+ ჰერცი) უბრალოდ წვავს ასეთ სისტემას.
ამ დაბალ სიხშირეებზე „პოზიტიური აზროვნება“ საკმარისი არ არის – საჭიროა ქვეცნობიერის ღრმა დეტოქსიკაცია, რათა ადამიანი ფინანსურ და ემოციურ ბლოკებს გადალახავდეს“, - წერს იოსელიანი.