Digest Logo

თუ იღბლიანი წელი გსურთ, ვნების კვირაში ამ მინიშნებებს დააკვირდით

1650291957
ვნების კვირა

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები — ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა.

არადა, საოცრებები ვნების კვირაში ხშირად ხდებოდა. მათზე დაკვირვებით ძველმა ხალხმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა და ახსნა-განმარტება მოუძებნა ამა თუ იმ მოვლენას.

სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგაცნობთ ვნების შვიდეულის იმ მინიშნებებს, რომლებსაც, ხალხური რწმენით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა გარკვეული სირთულეები თავიდან ავიცილოთ.

დიდი ორშაბათი
 
თუ მზიანი ამინდი იქნება, ესე იგი, იმ წელს კარგი მოსავალი მოვა;
 
თუ წყვილი დაქორწინდება - დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ;
 
თუ ნაკურთხ წყალს ისხურებთ - მთელი წელი ავად არ გახდებით.

დიდი სამშაბათი
 
თუ იწვიმებს, ის წელი ცივი და მოუსავლიანი იქნება.

დიდი ოთხშაბათი
 
თუ სახლის კარებსა და ფანჯრებს დარეცხავთ და დაწმენდთ, იცოდეთ, რომ უწმინდური ძალა თქვენ საცხოვრებელში ვეღარ შემოაღწევს;
 
თუ სახლიდან მთელ ნაგავს და უსუფთაობას არ გაიტანთ, ოჯახში მთელი წელი ჩხუბი და უთანხმოება იქნება.

დიდი ხუთშაბათი
 
თუ მზის ამოსვლამდე იბანავებთ, მთელი წლით გაიწმინდებით ნეგატიური ენერგიისა და ავი ზრახვებისგან;
 
თუ შინ მძიმე ავადმყოფი ჰყავს ვინმეს, ეკლესიიდან მიტანილი სანთელი უნდა დაანთოს ავადმყოფის სასთუმალთან და იქვე დაწვას. შემდეგ კი ნამწვი სადმე მიწაში დაფლას;
 
თუ ავეჯს ადგილს შეუცვლით და ფულს გადაითვლით, მთელი წელი კეთილდღეობა და შემოსავალი არ დაილევა თქვენ ოჯახში;
 
თუ გასათხოვარი ქალი თმას მოიჭრის და აღდგომის დადგომამდე ბალიშქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად ეწევა ბედს.

წითელი პარასკევი
 
თუ გინდათ უსიამოვნება დიდი ხნით აიცილოთ თავიდან, დილით აუცილებლად წაიკითხეთ "მამაო ჩვენო";
 
თუ გინდათ თქვენი პატარა ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს, ჯობს სწორედ ამ დღეს დაანებებინოთ ძუძუსთვის თავი;
 
თუ ამ დღეს პირველს მამაკაცს დაინახავთ, მალე დიდი წარმატება გეწვევათ;
 
თუ ამ დღეს ტანს დაიბანთ, მთელ ჯანმრთელობას წყალს გაატანთ.

დიდი შაბათი
 
ვინც ამ მძიმე დღეს ცეკვა-თამაშსა და მხიარულებაში გაატარებს, მთელი წელი იტირებს;
 
ვინც ამ დღეს ფულს ისესხებს ან გაასესხებს, კეთილდღეობა, სიმდიდრე და ჯანმრთელობა ხელიდან წაუვა.

კვირა - აღდგომა
 
რომელი ცოლ-ქმარიც გულით ჩაეხუტება ერთმანეთს, მთელი ცხოვრება სიტკბოსა და სიყვარულში იცხოვრებს;
 
თუ სააღდგომო ზარების რეკვისას სურვილს ჩაიფიქრებთ, აღდგომიდან 33 დღის შემდეგ აგიხდებათ;
 
ვინც სააღდგომო სუფრიდან საჭმელს გადაყრის, მთელი წელი უკუღმა წაუვა. ამიტომ დარჩენილი საჭმელი ან უპოვრებს უნდა გაუნაწილოს და ან მიწაში დაფლას სადმე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეიდან ამ ნიშანში 9 თვით სატანის მე-9 მოციქული გადის“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

🔵ვნების შვიდეული დაიწყო - დღეს დიდი ორშაბათია

🔵„ეს მოვლენა უკრაინა-რუსეთის ომსაც დადებითად შეეხება“ - რას ამბობს მიხეილ ცაგარელ

წყარო: sputnik-georgia.com