
მწერალი, მსახიობი, ჰოლისტური ჯანმრთელობის მენტორი თეა ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამომწერებს, სხვადასხვა სახის შემეცნებით ინფორმაციას უზიარებს პერიოდულად. ამჯერად იგი, განვითარებული ცნობიერების ნიშან-თვისებებს ახასიათებს:
„განვითარებული ცნობიერების ანუ ყოვლად ბრძენი ადამიანის (როგორც ლაო ძი უწოდებს) ნიშან-თვისებები:
1. არ გაინტერესებს სხვისი აზრი, რადგან შენი სინდისი და ღმერთია შენი „აზრი“. სინდისი არის ღმერთის ხმა შენში
2. არ გაინტერესებს ადამიანებთან კამათი, რადგან იცი, რომ უაზრო ენერგიის ფლანგვაა, რადგან ადამიანი მხოლოდ იმას გაიგებს, რისი გაგებაც შეუძლია და უნდა
3. ბრაზი უსარგებლო ემოციაა და ტყვეობაში გამყოფებს; მიტევება და გაგება არის თავისუფლება
4. რაც უფრო იზრდები აცნობიერებ, რომ ტოქსიკური გარემო აღარ არის „მიმზიდველი“ და სიმშვიდე აღარ არის მოსაწყენი
5. იცი, რომ მხოლოდ სულელი არ იცვლება
6. სიყვარულის და თანაგრძნობის უნარი გაქვს
7. გაცნობიერებული გაქვს, რომ თუ ზიზღს ატარებ, ესე იგი დაგამარცხეს
8. გესმის, რომ თუ ვინმეს შენი წყენა ან შენთვის შეურაცხყოფის მოყენება უნდა, მას ძალიან უჭირს და დახმარება სჭირდება
9. ღმერთის „სიჩუმე“ ბევრად მეტს გეუბნება, ვიდრე ადამიანის ათასი სიტყვა.
10. გესმის, რომ შეცდომა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამოცდილება და გაკვეთილი
11. გრძნობ, რომ თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ, ესე იგი არასწორ ოთახში ხარ
12. თუ ზურგს უკან ვინმე გაფურთხებს, ესე იგი წინ მიდიხარ
13. ცვლილება შენგან იწყება დღეს და არა ხვალ, ან ზეგ
14. ფიქრების 90 პროცენტი ილუზიაა
15. შეიძლება ვერ გაგიგონ, მთავარია შენ გაუგო
16. მადლიერი ადამიანი საკუთარ თავში იყურება, უმადური გარეთ
17. ადამიანის ცნობიერება ვითარდება იმისთვის, რომ იგი ღმერთს მიუახლოვდეს და არა იმისთვის, რომ მეორე ადამიანს შეეჯიბროს
18. თუ იპოვე შენი იკიგაი, ერთი საათიც კი არ მოგიწევს მუშაობა
19. წვიმაში ზოგი ლპება, ზოგი კი იზრდება და ყვავილობს
20. გაცნობიერებული ადამიანი ისევე სცემს პატივს სხვა ადამიანებს, როგორც საკუთარ თავს, რადგან იცის, რომ „სხვა“ არ არსებობს
21. არ აქვს მნიშვნელობა ნელა მიდიხარ თუ ჩქარა, მთავარია არ ჩერდები
22. ცხოვრება მარტივი ხდება, როდესაც ჩვენ მის გართულებას ვწყვეტთ
23. მესმის და ვივიწყებ, ვხედავ და ვიმახსოვრებ, ვაკეთებ და ვგებულობ
24. მადლიერი ადამიანი, მდიდარი ადამიანია
25. არც არავისზე მეტი ხარ და არც არავისზე ნაკლები
26. ნამდვილი განათლება არის იცოდე არა ის, თუ რა იფიქრო, არამედ როგორ იფიქრო, ანუ აზროვნება
27. „მორჩლება“ ყველაზე დიდი ძალაა, ბუნებითობა კი ყველაზე დიდი სიბრძნე
28. ყველაზე დიდი სათნოება უბრალოება და თავმდაბლობაა
29. ბრძენ ადამიანს არ ეშინია
30. ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის. შენ არ ხარ შენი სხეული. „მე“ ილუზიაა, სული ნამდვილი.