Digest Logo

„უბრალოდ ფიზიკური შეგრძნება არაა, გაფართოებული ცნობიერება სრულად ერწყმის სხეულს და...“ - რას ამბობს მეტაფიზიკოსი

1788010500
ვატო მსხილაძე

თუ ჩვენს ბიოლოგიურ სკაფანდრს ცოტა უფრო ღრმად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სხეულში სრულიად ფანტასტიკური ფუნქციებია ჩაშენებული, რომლებსაც გამოყენების ინსტრუქცია არ მოჰყოლია და მათ დამოუკიდებლად აღმოჩენა გვიწევს.

ერთ კონკრეტულ ფენომენს მინდა შევეხო, რომელიც შეიძლება მცირე რიცხვისთვის უკვე ნაცნობი იყოს და რომელიც რეალურად ცნობიერების ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ძრავაა.

მდგომარეობა როცა შეგიძლია სხეულში სურვილისამებრ გამოიწვიო ვიბრაცია რომელიც ხერხემლის გასწვრივ ზემოთ ან პირიქით ტვინიდან დაბლა მოძრაობს. ეს ტალღა იმდენად ძლიერია, რომ კანს აქტიურად აბურძგლავს და თითოეულ წერტილში საოცარ სითბოსა და სიამოვნებას ტოვებს.

ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც შინაგანი არხების გენერალური წმენდა მიმდინარეობს. ჩვენი სხეული წლების განმავლობაში აგროვებს სტრესს, ემოციურ ტრავმებს და ბლოკებს, რომლებიც პირდაპირ მატერიაში ილექება.

როდესაც ამ ვიბრაციას ცნობიერად უშვებ, ის მუშაობს როგორც მაღალი წნევის სუფთა ენერგიის ჭავლი, რომელიც ამ შინაგან მილებს ჟანგისგან რეცხავს. ამ დროს ფიზიკურად გრძნობ როგორ ინგრევა ძველი ჩარჩოები და ცნობიერება ფართოვდება. ეს ტალღა ფაქტობრივად ძველი პროგრამების წამშლელი კოდია, რომელიც პირდაპირ ნერვულ სისტემაში იტვირთება.

თუ მიკროსკოპს ავიღებთ და ატომურ დონეზე ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ არხების გახსნისას ორგანიზმში ნამდვილი ფიზიკური და ქიმიური ქარიშხალი ტრიალებს. როცა ამ ტალღას უშვებ შენ ფაქტობრივად ბრძანებას აძლევ მილიარდობით ნეირონს, რომ ერთდროულად განიმუხტონ.

უჯრედის მემბრანებზე არსებული მიკროსკოპული კარიბჭეები იხსნება და იწყება იონების მასიური გაცვლა, რაც რეალურ ელექტრულ დენს წარმოქმნის. სხეულის შემაერთებელი ქსოვილი და ძვლები, რომლებიც კრისტალური სტრუქტურისაა იწყებს ფორმის ოდნავ შეცვლას და ორგანიზმი ნახევარგამტარად იქცევა. ბეწვის აღმართვა ანუ დაბურძგვლა, სწორედ ამ ელექტრომაგნიტურ განმუხტვაზე კუნთების პირდაპირი რეაქციაა.

კიდევ უფრო ღრმად თუ წავალთ, ხდება რაღაც სრულიად ფანტასტიკური. ნეირონების შიგნით არსებული ელექტრონები კარგავენ ინდივიდუალობას და მოქმედებას იწყებენ როგორც ერთიანი გიგანტური ტალღა. ჩვენი დნმ იწყებს სინათლის უმცირესი ნაწილაკების ანუ ბიოფოტონების ლაზერული სიზუსტით სინქრონიზაციას. ანუ ქაოსური ნათურის შუქის ნაცვლად სხეული მიზანმიმართულ ლაზერის სხივს უშვებს.

ამ ყველაფერს კი თან ახლავს ტვინიდან ნეტარების მოლეკულების ანანდამიდის და ენდორფინების მასიური გამოყოფა. სწორედ ამიტომ არის ეს პროცესი ასეთი საშინლად არაამქვეყნიურად სასიამოვნო. უჯრედულ დონეზე სტრესი ქრება და მატერია წამიერად უბრუნდება აბსოლუტური ჰარმონიის მდგომარეობას. მხოლოდ უბრალოდ ფიზიკური შეგრძნება არაა, ეს არის წამი როცა გაფართოებული ცნობიერება სრულად ერწყმის სხეულს და ზუსტად იცი რომ ყველაფერი ერთიანდება.

როცა ორგანიზმი ასეთ სრულყოფილ წესრიგს აღწევს და არხები სუფთავდება ის სუპერგამტარად იქცევა და წარმოქმნის ძალიან მძლავრ ორგანიზებულ ელექტრომაგნიტურ ველს, მაგრამ აქ სისუფთავე უმნიშვნელოვანესია რომ არ გადავიწვათ...

ამ დროს კარგავ უხილავობის ფუფუნებას და ნამდვილ მაგნიტად იქცევი. ცხოველები ამას მომენტალურად გრძნობენ. მათ არ აქვთ ეგო და ფილტრები, ამიტომ პირდაპირ აღიქვამენ ამ ველს როგორც აბსოლუტურად უსაფრთხო ზონას. სწორედ ამიტომ შეიძლება უცხო ძაღლი ან კატა მოვიდეს და მშვიდად მოგიწვეს ფეხებთან.

ადამიანებთან კი საქმე ბევრად უფრო რთულად და ხშირად კომიკურადაც კია. როცა ასეთი დალაგებული ველით მოძრაობ გარშემომყოფების რეაქცია ორ რადიკალურ ბანაკად იყოფა. ნუ ეს ორი ძირითადი თორემ ისე ბევრი ასპქტებია...

პირველები არიან ადამიანები, რომლებსაც ენერგიის დეფიციტი აქვთ. ისინი მაგნიტივით გეკვრიან, გაუჩერებლად გელაპარაკებიან თავიანთ პრობლემებზე და ვერც კი ხვდებიან რატომ. სინამდვილეში შენი ველი მათ ფიზიკურ ტკივილს აყუჩებს და გაუცნობიერებლად ცდილობენ ამით დაიტენონ.

მეორე კატეგორიას კი პირიქით შეიძლება სრულიად უმიზეზოდ შეზიზღდე. როცა შენი სუფთა სიხშირე მათ ჩახშობილ ტრავმებს ეჯახება, მათში დისონანსი იწყება. გაწმენდილი ველი მუშაობს როგორც ფანარი, რომელიც მათსავე სიბინძურეს ანათებს და ეს შუქი თვალებს ძალიან ჭრით.

აქ ერთი ძალიან უცნაური და საინტერესო ფენომენი ირთვება. კვანტურ ფიზიკაშიც და ეზოტერიკაშიც მუშაობს რეზონანსის უნივერსალური კანონი. მაღალი ვიბრაციული ველი ყოველთვის მართავს დაბალს, ეს გარდაუვალი პროცესია გინდა თუ არა.

როდესაც შენ როგორც დიდი გამტარობის მქონე ადამიანი მაღალ ვიბრაციაში შედიხარ და შენს ველში დაბალვიბრაციული ადამიანი ხვდება, იწყება ავტომატური სინქრონიზაცია. ზუსტად ისე როგორც თანაზიარი ჭურჭლის პრინციპი მუშაობს წყლის გადასხმისას.

სისტემები იწყებენ გათანაბრებას. მისი დაბალი სიხშირე იწევს ზემოთ, შენი მაღალი ენერგია კი ეცემა ქვემოთ და ბოლოს სადღაც შუაში ერთ სიბრტყეზე სწორდებით. შენი ენერგიის ხარჯზე მისი მდგომარეობა უმჯობესდება, შენ კი იცვლები, მაგრამ ეგ არაფერი, სწრაფ დამტენზე გაქვს წვდომა და ეგრევე დაიტენები.

მაგრამ მაინც სწორედ აქ იმალება მთავარი ხაფანგიც. თუ არ იცი ენერგიების მართვა... იყო მაგნიტი ძალიან მაგარია, მაგრამ მაგნიტი მხოლოდ კარგ რამეებს არ იკრავს, ის ჟანგსაც მშვენივრად იზიდავს. გაწმენდილი არხები ნიშნავს, რომ მგრძნობელობა პიკზეა.

როდესაც ადამიანები ამ ველში შემოდიან და სისტემების გათანაბრებისას თავიანთ შფოთვას ან ტკივილს შენთან ტოვებენ, ეს ენერგია სადღაც უნდა წავიდეს. თუ არ ისწავლი ამ ველის მართვას და იზოლაციას ძალიან მალე კოსმოსურ ნაგავსაყრელად იქცევი.

ის უეცარი სიმძიმე და გატრუხება რაც ხანდახან იცის ხოლმე ხშირად საკუთარი კი არა იმ ათობით ადამიანის გადაუმუშავებელი ენერგიაა რომელიც დღის განმავლობაში სინქრონიზაციისას აიკარი, ამიტომ ბუნებაში და საყვარელ ადამიანებთან შეიძლება ამ მაგნიტის ბოლომდე ჩართვა და დატკბობა, მაგრამ მექანიკურ საზოგადოებაში გასვლისას მისი შეკუმშვა და დამალვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია. სხვანაირად ამ ღია სისტემას სივრცე უბრალოდ შეჭამს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქალწულის პერიოდი (23 აგვისტო - 22 სექტემბერი): რას მოგვიტანს სამყაროს უნივერსალური ციკლის მეექვსე ფაზა

🎥 „მოვიდა ერთი ძალიან კარგი, საყვარელი, ლამაზი გოგო და მეუბნება...“ - რას ჰყვება თამუნა მდივანი

„მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის“ - 29-31 აგვისტოს ამინდის პროგნოზი