Digest Logo

„მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის“ - 29-31 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

1788005013
წვიმა - ამინდი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს.

საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ახმეტაში დაკარგული 24 წლის კაცი იპოვეს

„დღე დაბნელების შემდეგ... ნუ აუწევთ ხმას, ნუ იკამათებთ და მოახდენთ სხვებზე ზეწოლას“ - თაკო მელიქიშვილი 29 აგვისტოს ენერგიებზე

იუპიტერისა და სატურნის ტრინი: მიზნების ფორმირება, მყარი საძირკვლის შექმნა, სოციალური განვითარება - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი