Digest Logo

ვატო მსხილაძე ასტროლოგიაზე: როგორც Google Maps-ი გვაგებინებს, გზაზე საცობია - ასტროლოგიაც გვაძლევს ცნობებს, როდის სჯობს მოქმედება და როდის შევისვენოთ

1771239720
 ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე ასტროლოგიას და სხვა ეზოთერულ პრაქტიკებს მეცნიერების ანალოგად განიხილავს. მისი თქმით, ასტროლოგია არ მოგვითხრობს წინასწარ ბედზე ან უპირობო ბედნიერებაზე, არამედ გვაძლევს ინფორმაციას, როგორ შეიძლება მოვერგოთ მოსალოდნელ მოვლენებს, როგორც ეს ამინდის პროგნოზის ან გენეტიკური ანალიზის შემთხვევაში ხდება.

„როგორც ჩანს, დღესაც ბევრია შეცდომაში შეყვანილი - ასტროლოგია, როგორც ეშმაკის ინსტრუმენტი... ნუ, ესეც ცრუ „პადრეების“ მიერ დემონიზებული მორიგი შედევრია.

იცით, როგორ შედარებას ვუკეთებ ამას? აი, ამინდის პროგნოზი. ხვალ თუ, მაგალითად, მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი და საშინელი ქარი, ამ დროს ფრენა საშიშია ხომ? ანუ, ამ დროს თუ გაფრთხილებს კონკრეტული მეცნიერება, რომელიც თვლის, საიდან როგორი ნაკადები მოდის, ჰაერის ტემპერატურას და ა.შ.

ანუ, შენ შეგიძლია ეს მიიღო, როგორც გაფრთხილება, ხომ? ნუ, როგორ მოიქცევი, ეგ უკვე შენი საქმეა.
და ეს ეშმაკისაა? ხვდებით, სად ხართ, თქვენ, ვისაც ასეთი „პადრეების“ გჯერათ?

ასტროლოგია არის მეცნიერება, ინსტრუმენტი, რომელსაც თუ გამოიყენებ - ისევე, როგორც ამინდის პროგნოზის დროს იცი, რა უნდა ჩაიცვა ხვალ, „ტიტველი“ გახვიდე თუ შეფუთული - ზუსტად იგივეს არკვევ, უბრალოდ ის გაცილებით ღრმა და მრავალშრიანია.

ხოდა, ახლა ვის აწყობს - რომელ პადრეებს თქვენი სიღრმეებში ჩასვლა?

რა თქმა უნდა, არა... ამიტომაც მათ ჰყავთ იდეალური სამანიპულაციო იარაღი - „ეშმაკი“.

კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, იცი როგორი მომენტია? წარმოიდგინე, ზიხარ მანქანაში, ჩართული გაქვს Google Maps - ნავიგაცია, მოკლედ. ხოდა, ეს „ეშმაკური აპლიკაცია“ გეუბნება: „მეგობარო, 500 მეტრში საცობია, ავარია მოხდა, გადაუხვიე მარჯვნივ და დროულად მიხვალ“.

შენ რას შვრები ამ დროს?

იწყებ ლოცვას და კივილს, რომ ტელეფონში სატანა ჩაგისახლდა, რომელმაც მომავალი იცის?

თუ უბრალოდ, ლოგიკურად უხვევ მარჯვნივ, რომ შარში არ გაეხვიე? ხომ აბსურდია?

აი, ზუსტად იგივე ინსტრუმენტია ასტროლოგიაც. ის არ გეუბნება - „შენ მოკვდები“, ან „შენ გაბრწყინდები“ უპირობოდ. ის გეუბნება - „წინ საცობია (დაძაბული პერიოდი), გადაუხვიე (შეცვალე ქცევა ან არ შეცვალო როგორც გინდა)“. სულ ესაა.

კიდევ ერთი მაგალითი ავიღოთ, მედიცინიდან - „გენეტიკური ანალიზი“.

ექიმი გეუბნება: „იცი რა, შენ გენეტიკურად გაქვს მიდრეკილება დიაბეტისკენ, ამიტომ ტკბილს მოუკელი, თორემ დაგერხევა“.

ეს ექიმი ეშმაკის მოციქულია?

ერევა უფლის ნებაში?

რეალურად ხომ გაფრთხილებს, რომ შენი სხეულის „რუკაზე“ არის სუსტი წერტილი.

ასტროლოგიაც ზუსტად ამას შვება, ოღონდ მენტალურ და ენერგეტიკულ დონეზე.

გეუბნება - „ამ პერიოდში აგრესიული იქნები, მარსი გიტევს, ხოდა ნუ ეცემები ხალხს ქუჩაში, წადი ივარჯიშე, ენერგია დახარჯე“.

სად არის აქ ეშმაკი? ეშმაკი კი არა, ელემენტარული მენეჯმენტია საკუთარი თავის. მაგრამ, აქ არის მთავარი ამბავი ჩამარხული. წარმოიდგინე ბნელი ოთახი, სადაც ხალხი დაბორიალობს და ეჯახება კედლებს.

შემოდის ტიპი სანთლით და ეუბნება:

„მომკიდეთ ხელი, მე გაგიყვანთ“. ესენიც მიყვებიან ბრმად. უცებ, ვიღაცამ აანთო „ფანარი“ ანუ ისწავლა ასტროლოგია, ფსიქოლოგია, გაიცნო საკუთარი თავი და ა.შ. იმ ტიპს ხომ აღარ სჭირდება ვიღაცის ხელზე ჩამოკიდება?

ის უკვე ხედავს, სად დგას სკამი და სად არის კარი ხვდები?

აი, ეს არ აწყობთ. დამოუკიდებელი, მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც იცის, როდის რა ელოდება და როგორ მართოს სიტუაცია, არის „უხერხული“ სამართავი.

გაცილებით მარტივია შეაშინო - „ეგ არ წაიკითხო, ეგ ეშმაკისაა, შენ არ იფიქრო, მე ვიფიქრებ შენ მაგივრად“.
რეალურად კი: თუ წვიმა მოდის და ქოლგას იღებ - ჭკვიანი ხარ; თუ ნავიგაციას უყურებ და საცობს არიდებ თავს - პრაგმატული ხარ; და თუ კიდევ უფრო სიღრმეებში მიდიხარ და პლანეტების განლაგებას უყურებ, რომ გაიგო, როდის ჯობია აქტიურობა და როდის გაჩერება თუ ა.შ. - ეშმაკს ემსახურები ხომ?

კარგით რა

ეს არის უხეში დაცინვა.

ლოგიკას მოგლეჯილი, და იმის იქით კიდევ თუ რამეა...

საბოლოო ჯამში, ასტროლოგია, ისევე როგორც სხვა ეზოთერული სწავლებები არის ინსტრუმენტი „კოსმოსური ამინდის პროგნოზი“. ამ ინსტრუმენტით არ უნდა გახდე შეპყრობილი...

გინდა გამოიყენე და მშრალი გამოხვალ სიტუაციიდან, გინდა ნუ გამოიყენებ და იძახე „ეს ყველაფერი სისულელეაო“, როცა ცხოვრება თავზე გაწვიმს.

არჩევანი შენზეა, უბრალოდ ნურავინ იტყვის, რომ ქოლგის ტარება ცოდვაა“,- წერს ვატო მსხილაძე.