Digest Logo

„ვიბრაციის ამაღლებით რეზონანსი წყდება“: როგორ დავაღწიოთ თავი განმეორებით პატერნებს

1777968202
გრიმუარი, პატერნი

ფეისბუკგვერდი „გრიმუარი“ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ცხოვრებაში განმეორებად შეცდომებს, ე.წ. პატერნებს და მათგან თავის დაღწევის გზებს ეხება. ეზოტერიკოსი განმარტავს, თუ რატომ ვხვდებით ხშირად ერთსა და იმავე ტკივილს და რა როლი აქვს ამაში ჩვენს შინაგან მდგომარეობას?

მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ ადამიანმა გარკვეული კანონზომიერება შეამჩნია, უკვე ნიშნავს, რომ მან ამ მექანიზმზე მაღლა დადგომა შეძლო. თუმცა, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ჩვენვე ვიზიდავთ არასასურველ მოვლენებსა და ადამიანებს:

„როდესაც ამჩნევ, რომ შენს ცხოვრებაში მეორდება პატერნები, მეორდება შეცდომები, გადიხარ ერთსა და იმავე ტკივილს, რომელსაც უბრალოდ სახე და სახელი შეეცვალა, დროა რაღაც შეცვალო.

არ ფიქრობ, რომ დადგა დაფიქრების დრო? ჰკითხე საკუთარ თავს: რამ მოიზიდა ეს მოვლენები? როდის არის სწორი მომენტი ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად? ვინ დაგეხმარება ამაში?

პასუხი ამ და სხვა მომდევნო კითხვებზეც იქნება: შენ, ახლა, შენ, ახლა…

თავად ის ფაქტი, რომ შეამჩნიე გარკვეული კანონზომიერება ან მექანიზმი იმას მოწმობს, რომ შენ ამ მექანიზმებზე მაღლა დადექი ან, როგორც მინიმუმ, გაუტოლდი მათ. სხვა შემთხვევაში მათ ვერ აღიქვამდი, ვერ მიხვდებოდი რა გჭირს ან საერთოდ რამე გჭირს თუ არა.

ქვემოდან სიმართლის ეს მხარე არ ჩანს.

სამწუხაროა და პრობლემა ისაა, რომ ჩვენვე ვიზიდავთ უსიამოვნო მოვლენებსა და ადამიანებს.

ბევრის გონება ამ სიტყვებს ვერ გაიგებს, ამიტომ განგიმარტავთ: იზიდავ არ ნიშნავს, რომ ცნობიერად აკეთებ არჩევანს, არც ნათურას აურჩევია, რომ დაესიონ კოღოები, ქინქლები და ბუზები. უბრალოდ ის ფაქტი, რომ ნათურა ნათურაა და ასეთია, იზიდავს შესაბამის რეაქციას, კოღოს, რომელიც ილტვის სინათლისა და სითბოსკენ.

მარტივად რომ ვთქვათ - ადამიანის მდგომარეობა იზიდავს ამა თუ იმ მოვლენებს, ადამიანებს და მექანიზმებს, რადგან მათი ენერგია ერთმანეთთან რეზონირებს, ერთმანეთის შესაფერისია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კავშირი შედგება სასიამოვნო და ლამაზი ან რომ რომელიმე მხარემ ეს გაცნობიერებულად გააკეთა.

მივუბრუნდები თემას, დიახ, ესა თუ ის მოვლენა სწორედ თქვენ მოიზიდეთ.

მეორე პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგებით გახლავთ არჩევანი.

ადამიანი არამხოლოდ იზიდავს მოვლენას, არამედ ასევე მას ირჩევს.

თუ ხედავ რაღაცას, თუ ეს არ გსიამოვნებს და განგრევს, თუ იცი, რით არის გამოწვეული ყოველივე ეს და არაფერს ცვლი, ეს ხომ შენი არჩევანია?

არაფრის გაკეთებაც მოქმედებაა, უმოქმედობაც გადაწყვეტილებაა, ის, მოიზიდავ ამა თუ იმ ენერგიას თუ არა შენი არჩევანი არ იყო, მაგრამ მიიღებ ან დაიტოვებ მას თუ არა, ჭეშმარიტად შენი არჩევანია.

გინდა ამ „მოჯადოებული წრიდან“ გამოსვლა?

ჯერ შეისწავლე მექანიზმი, გააანალიზე ის, იპოვე მიზეზშედეგობრივი კავშირები, შემდგომ შეიყვარე შენი თავი, განკურნე შენი თავი, განავითარე და აამაღლე შენი თავი.

გაზარდე შენი სული, მიაწოდე მას მეტი საზრდო, განავითარე შენი ინტელექტი, გონებრივი შესაძლებლობები, ემოციური ინტელექტი, გააკაჟე და გააძლიერე ფსიქიკა, დაეუფლე ენერგიების მართვას ან მათთან ურთიერთობას.

შენი ვიბრაციის და ცნობიერების ამაღლებით შეწყდება რეზონანსი დაბალვიბრაციულ ადამიანებთან, მოვლენებთან და ემოციებთან.

თუ შენი ენერგია არ არის რეზონანსში მეორესთან, კავშირი წყდება!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.