„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ“ – ასე უპასუხა სოხუმის მერმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა გურამ გაბესკირიამ რუს და აფხაზ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც მას დაჩოქება მოსთხოვეს. ტრაგიკული, თუმცა უმნიშვნელოვანესი ამბავი აფხაზეთის ომიდან.
ცოტა რამ გურამ გაბესკირიაზე
დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, თუმცა თავი გამოიჩინა როგორც ფეხბურთელმა.
1960-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის „დინამოში“, მოგვიანებით კი თავისი კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში, ბოლოს კი - თბილისის „ცსკა“-ში.
1972 წელს გახდა რესპუბლიკური დონის, 1974 წელს კი - საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ სოხუმის „ცხუმის“ დაარსებაში, რომელიც თამაშობდა ახლად შექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში, აგრეთვე გახდა კლუბის პრეზიდენტი. 1990 წელს იგი მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში, თუმცა თავისი კანდიდატურა მოხსნა. 1992 წლიდან იყო სოხუმის მერი. 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში.
1993 წლის 27 სექტემბერს უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და ტყვედ იქნა აყვანილი. ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე - აქამდე უცნობი ისტორია