ერთ-ერთმა მსახიობმა ნინაკა გელაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ გადაარჩინა მამუკამ არტისტი სცენაზე გულის წასვლისგან.
„ერთ-ერთ კონცერტზე მიკროფონთან ვიდექი, ისე ცუდად გავხდი, რომ უკანაც ვერ წავედი, ვგრძნობდი რომ მთელი ენერგია წავიდა და უნდა წავქცეულიყავი.
მოვტრიალდი, თუ არა იქვე მამუკა იდგა, რომელმაც იმწამსვე შეამჩნია ჩემი ცუდად ყოფნა და მითხრა - ცუდად ხარო? სხვამ მის გარდა ვერავინ შეამჩნია ჩემი ცუდად ყოფნა და სცენის კიბეზე წამიყვანა, სადაც ვისხედით.
კონცერტის დასასრულს ფინალური ცეკვა უნდა გვეცეკვა და მითხრა: ნუ გეშინია შენ ახლა ეს ცეკვა არ იცეკვო, მეც არ ვიცეკვებ ესენი იცეკვებენ, მე უბრალოდ ხელში აგიყვან და გაგიყვან, ვითომ ასეა დადგმულიო“, - ჰყვება ნინაკა გელაშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: