Digest Logo

ვინ იყო თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, რომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს

1654089983
ილია ელოშვილი

დღეს, 1 ივნისს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მერის მოადგილე 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ილია ელოშვილი „დაიჯესტის“ სტატიიდან შეიტყობთ.

კარიერა

1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საერთაშორისო ბიზნესის სამართალი), 2005 წელს უტრეხტის პროფესიული განათლების უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი). 2010 წელს მონაწილეობა მიიღო FIDIC –ის კონტრაქტების სრულყოფილი პროგრამაში (დავათა მოგვარების საბჭოს ფედერაცია, ლუქსემბურგი). 2011 წელს აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაციაში მიიღო ზედამხედველობის სპეციალისტის ხარისხი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ. მას შემდეგ, რაც 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, კახა კალაძე გადადგა, დაიკავა მინისტრის თანამდებობა, არჩევნების შემდეგ კი კვლავ მინისტრის მოადგილე გახდა. მეორეჯერ მინისტრის პოსტი 2017 წლის 12 ივლისს დაიკავა - მას შემდეგ, რაც კახი კალაძემ მინისტრის პოსტი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. 2017 წლის დეკემბერში მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და შეუერთდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:⤵️

„ქალაქელები ნუ ღლიცინებთ თელაველებზე – თელაველებს პაპა შეაგინეს, რომელიც დედაზე და მამაზე ნაკლებ არ უყვართ“ – დავით მრელაშვილი

„გავხედე და ორივემ ვიგრძენით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...“ - მარიკა ბაკურაძე ნიკოლოზ წულუკიძეზე

🎥 სწყინს თუ არა თათა გიორგობიანს, როდესაც ბაბი კირკიტაძის სილამაზეს ადარებენ? - მომღერლის პასუხი