თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
„გული გამეგლიჯა ახლა ამ თავზარდამცემ ამბავზე ,ილია ელოშვილი გარდაცვლილა,აი, ასე მოულოდნელად, ახალგაზრდა კაცი, კახა კალაძის მოადგილე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი,როგორ მიყვარდა,როგორ პატივს ვცემდი, საოცარი იუმორის და გულის პატრონი ,ღმერთო რატომ რატომ? არ მინდა დავიჯერო...“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა.
ინფორმაციისთვის, ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: