Digest Logo

🎥 „1 საათით დაღეჭვა წვავს 11 კალორიას“ - ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე საღეჭი რეზინის დადებით და უარყოფით თვისებებზე

1748504501
ნინო თოთაძე

საღეჭი რეზინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია. აღმოჩნდა, რომ ბევრ უარყოფითთან ერთად სასარგებლო თვისებებიც ჰქონია. 

თუ ხართ საღეჭი რეზინის მოყვარული უნდა იცოდეთ რა ასაკიდანაა მისი მოხმარება რეკომენდებული და რა მნიშვნელობა აქვს მის შემადგენლობას. 

აღნიშნულ თემაზე პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა ნინო თოთაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:

„ვერ ვიტყვით, რომ საღეჭი რეზინი მავნეა. ეს არ არის ახალი პროდუქტი, ძველი ბერძნებიც კი მიმართავდნენ ხის ფისის გამოყენებას. პირველი პატენტი 1870 წლებიდან მოდის და მისი ავტორი იყო სტომატოლოგი, შემადგენლობაში კი შედიოდა ცარცი, მცენარე ძირტკბილას ფესვი, გამოყენებად, დანიშნულებად იყო პირის ღრუში დარჩენილი საკვების გაუნებელყოფება, ასევე სტიმულაცია ზედა და ქვედა ყბის. 

საღეჭი რეზინი იწვევს სანერწყვე ჯირკვლების სტიმულაციას, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა. 

რეკომენდებულია ყოველი კვების შემდეგ 15-20 წუთით მისი გამოყენება. თუ დროს გადავაცილებთ, იღლება სახის კუნთი, რაც თავის ტკივილსაც იწვევს, გამოიყოფა კუჭის წვენი, რაც ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებას იწვევს. 

1 საათით საღეჭი რეზინის დაღეჭვა წვავს 11 კალორიას. 

მისი დადებითი თვისებაა ძილიანობის შემცირება, ორსულობის დროს დიდ როლს თამაშობს, ასევე მგზავრობისას.

მისი მიღება არ არის რეკომენდებული 5 წლამდე“, - ამბობს ნინო თოთაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„პენსიას რომ ევიღებ მე დაგიმატებ ველოსიპედის საყიდლად, კი ღირს კაცის გაცნობა ოცდაათი მანეთი, უხერხულია...“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

🎥 „ადამიანს როგორც კი დაეწყება ეს სიმპტომები, იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას, რაც არ შეიძლება“ - ალექსანდრე გოგინავა ზაფხულის მოახლოებულ ინფექციებზე

🎥 „იხელმძღვანელეთ თქვენი ინტუიციით, ის გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ სწორად...“ - 29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან