- ბერი ნიკოლოზი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, მამა გაბრიელის შესახებ წერს და საინტერესო ფაქტებს იხსენებს.
„მამა გაბრიელი ძირფესვიანად იცვლებოდა განსაკუთრებით მძიმე მარხვისას, იყო ჩაღრმავებული ფიქრებში. არც სალოსობდა და არც ხუმრობდა, განიცდიდა კაცობრიობის ერთი ნაწილის მიერ ჩადენილ უდიდეს ცოდვას - ჯარცმას”
წითელ პარასკევს - იგონებს ერთი მრევლთაგანი - ამბიონიდან ისეთი შემაჟრჟოლებელი და შემაძრწუნებელი ხმით დაიძახებდა: მიეშველეთ, მიეშველეთ ქრისტეს გოლგოთამდე ჯვარი ააქვს”, ამ დროს ტაძარში კაცი არ იყო არ ატირებულიყო, ხალხი ხმამაღლა ტიროდა. გარდამოხსნის დროს ამბიონიდან შესძახებდა ხოლმე მრევლს: ,,არ მიატოვოთ ღვთისმშობელი, დედა ღვთისმშობელს ახლა გული მისდის და მოსდის. ახლა მთელი ქვეყანა ღვთისმშობელთანაა, ვინ გაბედავს მიატოვოს, უნდა ვანუგეშოთ, დედაა, განიცდის შვილის ტანჯვას.“
ეს გოდება ისეთი იყო არ ნახული და არ გაგონილი თითქოს საკუთარი თვალით ხედავდი ჩვენი უფლის _ იესო ქრისტეს ჯვარცმას.
კოშკიდან მამა გაბრიელის ტირილის ხმა შემოგვესმა ვიკითხე ეს რა ხმა არის მეთქი. ერთ-ერთმა მონაზონმა მიპასუხა: მამა გაბრიელი ტირისო, ვნების შვიდეულში მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ტირის, თითოეულ ჩვენგანს ავედრებს უფალს და შეწყალებას თხოვსო“ - წერს ბერი ნიკოლოზი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე
🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?