ახალი ფილმი, Wuthering Heights – „ქარიშხლიანი უღელტეხილები“, რაზეც მთელი ამერიკული და არამარტო მსოფლიოს პრესა აქტიურად წერს, არის ემილი ბრონტეს გოთიკური რომანის ახალი ინტერპრეტაცია, რომელიც რეჟისორ ემერალდ ფენელის სცენარის მიხედვით შეიქმნა.
„ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის“, - აღნიშნა რომანის შეფასებისას მეოცე საუნის ინგლისელმა მწერალმა ვირჯინია ვულფმა.
ინგლისური ტელეარხის UK TV Drama-ის გამოკითხვით, „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ ყველა დროის ყველაზე რომანტიკულ რომანად აღიარეს, ხოლო BBC-ის 2003 წლის გამოკითხვაში - „ყველა დროის 200 საუკეთესო წიგნი“ - ის მე-12 ადგილზეა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა დაგეგმილია 13 თებერვალს, ვალენტინობის დღისთვის. პრემიერამდე კი ფილმის ირგვლივ ინტერესი არ წყდება, განსაკუთრებით კი მთავარი მსახიობების - ჯეიკობ ელორდისა და მარგო რობის ირგვლივ არსებულ „ქიმიაზე“.
ფილმის პრემიერა საქართველოში 12 - თებერვალს შედგება.
ყველა ვთანმხდებით, რომ მსახიობები ეკრანზე თამაშობენ, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ნამდვილი სიყვარულიც იბადება, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს. ზოგჯერ კი მსახიობები ისეთ ქიმიას ქმნიან, რომ ეკრანული რომანი ცხოვრებაშიც სპეციალურად გადმოტანილია.
რატომ? მოდი განვიხილოთ.
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ფილმის წინასაპრემიერო კამპანია იმდენად დახვეწილადაა აწყობილი, რომ აუდიტორია მარტივად იჯერებს, თითქოს მსახიობები ნამდვილად შეყვარებულები არიან. რეალურად, მარგო რობი დაქორწინებულია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, და მთელი ეს ინტერაქცია პროფესიულ შეთანხმებაზეა დაფუძნებული. ამ დროს ხვდები, რომ სიყვარული ხშირად უფრო ნამდვილია ეკრანზე, ვიდრე კამერას მიღმა.

თუმცა, ჩვენ ყველა ზრდასრულები ვართ და უნდა შეგვეძლოს მსახიობსა და პერსონაჟს შორის განსხვავების გაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად განწირული ვართ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ფილმები ხომ ყოველთვის ტოვებენ მაყურებელზე წარუშლელ კვალს - ემოციებს, ვნებებს, გატაცებასა და გამბედაობას.

Wuthering Heights სწორედ ასეთი გამოცდილებაა: ეკრანზე გამწვავებული ქიმია, გოთიკური რომანის სიღრმე და მარგო რობისა და ჯეიკობ ელორდის შესრულება აერთიანებს უძველეს ისტორიულ დრამას თანამედროვე აუდიტორიის ემოციურ ინტერპრეტაციასთან.




საბოლოო ჯამში, მთავარი არა მსახიობების პირადი ცხოვრებაა, არამედ ის ვნებათაღელვა და სტილი, რომელსაც ფილმი მაყურებელს უტოვებს სცენასა და მის მიღმა.

