ვინ არიან ენერგოვამპირები? - ისინი არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ან გაუცნობიერებლად სხვას ენერგიას „აცლიან“. როგორ ამოვიცნოთ ისინი, რატომ ვეღარ ვაწესებთ საზღვრებს მათთან ურთიერთობისას და როგორ დავიცვათ თავი მათი გავლენებისგან?
აღნიშნულ საკითხზე ეზოტერიკოსი და სულიერი ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი „ფეისბუკზე“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
„დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრო როგორ გაცლიან ენერგოვამპირები ენერგიას.
ენერგოვამპირი არის ადამიანი, რომელსაც ენერგია აკლია, შინაგანი წყარო მოშლილი აქვს და ამიტომ გაუცნობიერებლად და ხშირად გაცნობიერებულადაც ცდილობს, სხვისი ენერგიით შევსებას.
როცა ისინი ახერხებენ სხვასთან ემოციური კავშირის დაჭერას, მაგალითად მწარედ საუბრისას, კრიტიკისას
სიბრაზისა და ჩხუბის დროს, ძალიან ნეგატიური განცდის გაზიარებით და ასე შემდეგ, მათ მიაქვთ თქვენი ენერგია.
ქვემოთ დეტალურად განვმარტავ, როგორ მიხვდეთ რომ თქვენი ენერგია მიაქვთ:
თუ ისინი შექმნიან სცენას, სადაც შენ ემოციურად იძაბები შენი ენერგია მათკენ მიედინება. ენერგოვამპირი
არის შიშით, ტრამვით, მარტოსულობის გრძნობით გაჭედილი სული. მათ აქვთ, დაბალი თვითშეფასება, მიტოვების შიში, უსუსურობის ძლიერი განცდა, თავისი ძალისადმი უნდობლობა და სხვა. ბავშვობაში ხშირად იყვნენ იგნორირებული ან ზედმეტად კონტროლირებული.
ენერგიის გამოცლის სტრატეგიები ძირითადად 6 ტიპია - 1 მსხვერპლი
ყოველთვის უბედურია, შავ-თეთრად ჰყვება ამბებს, შენ გეცოდება და ენერგიას აწვდი.
მეორე არის კონტროლი, ის გაკონტროლებს და იპარავს შენს ენერგიას ამით.
მესამე არის კრიტიკოსი, შენ იწყებ დაცვას და ენერგია გადადის მასზე.
მეოთხე არის აგრესორი, კონფლიქტის მაძიებელი, ის ქმნის ძლიერ ემოციურ ველებს, შენში ჩნდება ბრაზი, შიში, დაძაბულობა ენერგია კი მიედინება მასთან.
მეხუთე არის, მუდმივი მომთხოვნი, სიბრალულით, ტკივილით, საყვედურით ცდილობს შევსებას.
მეექვსე არის გაურკვევლად მოღუშული სულ ან გაბუტული, ამ დუმილით ქმნის მძიმე ველს, შენ ცდილობ ამაში დაეხმარო და ენერგია მიედინება.
ახლა დავწერ როგორ უნდა ამოვიცნოთ ენერგოვამპირი, თუ მასთან შეხვედრის შემდეგ გეწყება, დაღლილობა, ტვირთის შეგრძნება ზურგში ან გულში, განწყობა გივარდება, საკუთარ თავზე ეჭვი გიჩნდება, ან გაბრაზება, ან გეცოდება, ან უცებ დაგქანცა. თუ ურთიერთობა ყოველთვის შენს ენერგიაზე დგას, თუ შენ იცი, რომ თუ შენ არ მისცემ ენერგიას კონტაქტი „ჩაქრება“ და ასე შემდეგ.
ენერგოვამპირებს ენერგია არ ჰყოფნით, რადგან, მათი სული ვერ იღებს ძალას შინაგანი წყაროდან.
როგორ უნდა დაიცვათ თავი მათგან და პირველ რიგში თქვენი ველის დაცვით?
ნუ შეჰყვები დრამაში. თუ არ რეაგირებ არ გადაედინება ენერგია.
ასევე საზღვრების დაცვით, მშვიდად უთხარით, ახლა ვერ მოვისმენ, მოგვიანებით ვისაუბროთ-თქო.
ენერგოვამპირი მხოლოდ იქ მუშაობს, სადაც ნაპრალია, თუ შენს ვიბრაციას გაზრდი ის ვერ მოგეკარება.
ენერგოვამპირის მთავარი მიზანია, შენში უარყოფითი ემოციური რეაქცია გამოიწვიოს, რადგან რეაქცია = ენერგიის გადინება. აი მათი ფრაზები, „ყველას ვადარდებ, შენს გარდა“, „შენ არ გიყვარვარ“, „შენ არასდროს ხარ ჩემთვის“, „შენ რატომ ხარ ასეთი?“
ამ დროს შენ ირთვები თავდაცვის რეჟიმში და ენერგია მიედინება.
ორ წუთში სიტუაციას ისე გააბუქებს, თითქოს კატასტროფაა. შენში ჩნდება ადრენალინი, შიში ან აღშფოთება ენერგია კი მასთან მიედინება.
სჭირთ გაურკვეველი ბუტიაობა, შენ ცდილობ გამოიცნო რა მოხდა, ენერგია მიედინება მასთან.
ხშირად იციან ემოციური შანტაჟი, „თუ ახლა არ დამეხმარები, შენ ხარ დამნაშავეო“. „თუ დამტოვებ, დამენგრევა ცხოვრებაო“ შენში ჩნდება შიში, პასუხისმგებლობა და ენერგია მიედინება.
დაგიწყებს მუდმივ კრიტიკას, ისეთი ფორმით, რომ შენ გამართლება მოგიწიოს რადგან დაცვის ენერგია = გადინებას.
ენერგოვამპირი მოქმედებს ველის დონეზე. ის ქმნის ძლიერი ემოციის კვანძს წყენა, ბრაზი, დრამა. და მაგ დროს შენი დასუსტებული ველი ავტომატურად ეჭიდება მას. შენ თვითონ უერთდები მას.
ასევე იციან დაჟინებული მზერა, ეს არის მზერის ენერგეტიკული იმპულსი.
მზერა გაჯერებულია მოთხოვნით ან ბრაზით, რომელიც არღვევს შენს ველს.შენს სხეულში ჩნდება დაძაბულობა ენერგია კი მასთან მიედინება.
ასევე ახასიათებთ აურის გახვრეტა ემოციური აფეთქებით, როცა ისინი ყვირიან, ან მძიმე ენერგიას უშვებენ, შენს ველში მიკრო-ხვრელები ჩნდება.
მათი მძიმე ემოცია შენში „ჯდება“. ხარ დეპრესიულ ფიქრებში და სიმძიმეში.
ისინი ქმნიან ისეთ ვითარებას, სიტყვას მოძრაობას, რომელიც შენში რისხვას, სიბრალულს ან შფოთვას იწვევს.ძალა კი მიედინება მათკენ.
ის გიგროვებს ტკივილს და შენ იწყებ მისი ტკივილის ტარებას.
ისინი ვერ იტანენ შენს ბედნიერებას რადგან ქვეცნობიერად ჰგონიათ რომ თუ შენ ბედნიერი ხარ ეს მათ საკვებს გამოაცლით. ამიტომ ყოველთვის ქმნის დაძაბულობას რომ შენ მშვიდად არ იყო.
სამყაროს ერთი მთავარი კანონი აქვს, ენერგია მიედინება იქ, სადაც ყურადღებაა.
ენერგოვამპირი შეეცდება, შენი ყურადღება მიიქციოს, შენში რეაქცია გამოიწვიოს, შენი ემოციური სხეული აამუშავოს, როცა ეს სამი მოხდება, შენს ენერგიას უკვე აქვს მიმართულება მათკენ.
ახასიათებთ შენს გრძნობებზე თამაში, გეტყვის ისეთ სიტყვას, რომელიც ზუსტად იცის, გაწყენინებს და ამით იწყებს შენგან კვებას.
ახლა ავხსნი როგორ გვრთავენ რიტუალში ენერგეტიკული თვალსაზრისით, ანუ რიტუალში ჩართვა = შენი ენერგეტიკული ველის მიერთებას სხვის ენერგეტიკულ ველში.
ეს ხდება 3-დონიანი სისტემით,ყურადღებას იპოვებს შენსას და როდესაც მასზე კონცენტრირდები შენი ველი იღება, ამას აკეთებს იმით რომ ადამიანი თითქოს განგებ გიწვევს რაღაცაში,ფიქრებში ვერ უშვებ მას და ასე შემდეგ.
ყურადღება უდრის კარის გაღებას ენერგეტიკული ჩართვისთვის.მეორე არის ემოციური ველის გააქტიურება, ამიტომ ენერგოვამპირი ცდილობს გაგაბრაზოს, დაგაბნიოს, შეგაშინოს, დაგაფიქრდონ მათზე, როცა შენში ჩნდება ემოციური დაძაბულობა, შენი ენერგეტიკული არხები იხსნება მათთვის.
და მესამე არის ნებართვის აღება,ყველა ენერგეტიკული ჩართვა საჭიროებს ქვე-ნებართვას.ეს ნებართვა შეგნებულად არ გაიცემა ქვეცნობიერი აძლევს, როცა მასზე ბრაზდები, გეცოდება, პასუხისმგებლობას გრძნობ, გინდა გამოასწრო მისი განწყობა, გინდა დაამტკიცო რაღაც, ებმები დრამაში ამ დროს შენ უკვე მის რიტუალში ხარ.
ახლა ვისაუბრებ როგორ დავიცვათ თავი ენერგეტიკული მანიპულატორებისგან.
საკუთარი ენერგიის დასაცავად საჭიროა არა მხოლოდ გარეგნული დისტანცია, არამედ შინაგანი ცენტრის გაძლიერება, რადგან ენერგიას ჩვენგან მხოლოდ მაშინ იღებენ, როცა ჩვენ თვითონ ვართ დაუცველ მდგომარეობაში.
აუცილებელია, საკუთარი საზღვრების დაცვა, შენი ენერგია შენი პასუხისმგებლობაა. მანიპულატორი მას იღებს იქიდან, სადაც საზღვრები გაქვს სუსტი. ის გაშინებს, გაწყენინებს, გიჩენს დანაშაულის გრძნობას, რომ შენ თავად გახსნა კარი. თქვით მშვიდი, მკაფიო „არა“ საუკეთესო იარაღია. არ დაგჭირდება ომი. ნუ განმარტავ, ნუ იმართლებ თავს. ერთი წინადადება საკმარისია.
ნუ უპასუხებ ემოციურ პროვოკაციებს. ემოცია არის მათი სატყუარა. როცა შენ განერვიულდები ენერგია უკვე გადადის.
ენერგოვამპირი მუშაობს დაბალ ვიბრაციებზე შიში, ბრაზი, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა. შენი დაცვა არის შენი მდგომარეობა. ნუ შედიხარ კამათში კამათი პირდაპირი ენერგეტიკული არხია.
აიმაღლე ვიბრაცია...
შენი დაცვა არის ვიბრაციის შენარჩუნება, და არა ბრძოლა“.