Digest Logo

„ყველა ბრძოლა, რაც საქართველომ გადაიტანა და კიდევ გადაიტანს, ქართველების გამარჯვებით დამთავრდება“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

1713696529
ლელა კაკულია

„ჩემი საქართველო გახდება სერიოზული, ანგარიშგასაწევი ევროპული სახელმწიფო.
ყველა ბრძოლა, რაც საქართველომ გადაიტანა და კიდევ გადაიტანს, ქართველების გამარჯვებით დამთავრდება.
ფოთის პორტი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი აბრეშუმის გზაა ევროპის ქვეყნებისთვის“, - ეს წინასწარმეტყველება ლელა კაკულიას ეკუთვნის, რომელიც მან ახლახან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„საქართველო - ეს აბრეშუმის გზაა, რომელიც ევროპასა და ამერიკას ჰაერივით სჭირდებათ!

მეგობრებო, ამ პუბლიკაციით გვსურს შეგახსენოთ ქალბატონი ლელას იმ წინასწარმეტყველებების უმცირესი ნაწილი, რომლებიც საქართველოს უმთავრეს გეოპოლიტიკურ კოზირს - აბრეშუმის გზას უკავშირდება.

გვინდა კიდევ ერთხელ დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ შიშები, თითქოს დასავლეთი საქართველოს ჩვენი მეზობელი ქვეყნით ჩაანაცვლებს, სრულიად უსაფუძვლოა.

P.S. ეს წინასწარმეტყველებები მანამდე უკვე გამოქვეყნებულია საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, და ასევე შესულია სხვადასხვა წლებში და სხვადასხვა ენებზე გამოცემულ წიგნებში „ახალი სიტყვა“.

1995 წელი, 9 სექტემბერი

საქართველოს აბრეშუმის გზაზე ისევ გაიწელება ქარავანი, აღდგება ძველი გზები – ურთიერთობები გასული საუკუნეებისა.

არაბებს ნავთობი აქვთ, საქართველო კი გზაჯვარედინის შუა წერტილია, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. ბევრი სახელმწიფო იქნება დამოკიდებული მომავალში საქართველოზე.

2008 წელი, 23 ივნისი

საქართველოს აბრეშუმის გზა დაანახვებს ევროპას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი — საქართველო. აზიური სიმდიდრე საქართველოს გავლით უფრო ადვილად ხვდება ევროპაში, ვიდრე რუსეთის გავლით.

2008 წელი, 26 სექტემბერი

საქართველოს აბრეშუმის გზა არსებობდა ყოველთვის და ასე იქნება მუდამ. საქართველო არის შემაერთებელი აზიისა დასავლეთთან. აქ უპირველესია შავი ზღვა, რომელსაც ფასი არ აქვს.

სომხეთი ქართულ აბრეშუმის გზას ვერანაირად ვერ დაჩრდილავს და ვერ წაართმევენ მას იმ ფუნქციებს, რომლებიც უნდა შეასრულოს ამ გზამ.

2008 წელი, 8 ნოემბერი

გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ „აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე ათაბაბის დროიდან და რუსეთი სომხეთის გავლით ამ პროგრამას ვერ განახორციელებს. რუსეთი ვერ წაშლის „აბრეშუმის გზას საქართველოში.
ყველა გაზსადენი და ნავთობსადენი მილი გაივლის მხოლოდ საქართველოზე, ვინაიდან კომერციული თვალსაზრისით, ეს უფრო მოგებიანია.

 2009 წელი, 18 იანვარი

რუსული „დერჟავა“ დღეს ენერგორესურსებს ემყარება, რომელიც, სხვათა შორის, სულს ღაფავს, იმიტომ, რომ ევროპა არცერთ შემთხვევაში არ დაიხევს უკან.
უნდა განხორციელდეს „ნაბუქოს“ პროექტი და თანაც აუცილებლად მხოლოდ საქართველოზე გავლით! აქ არაფერი ესაქმება სომხეთს — არაფერი! ამ ფრაზებს ტყუილად არ ვწერ. რუსეთი ვერ ჩართავს ამ პროექტში სომხეთს (ან როგორ უნდა ჩართოს?).

მილები მაინც გაივლის საქართველოზე.

2009 წელი, 8 ივლისი

საქართველოს აბრეშუმის გზა განსაკუთრებით გაამართლებს სამხედრო ხაზით.

2009 წელი, 1 სექტემბერი

ევროპა ერთ მუშტად შეიკვრება და ყველა პროექტში, რომლებიც ენერგორესურსებს შეეხება, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, რათა რუსეთის მიერ ენერგორესურსების სახით დაგებულ მახეს თავი დააღწიოს.
ალტერნატივა კი მშვენიერია – საქართველოს აბრეშუმის გზა, უღალატო და ერთგული ქვეყანა – ჩემი პატარა საქართველო!

2010 წელი, 25 იანვარი

ჩემი საქართველო გახდება სერიოზული, ანგარიშგასაწევი ევროპული სახელმწიფო.
ყველა ბრძოლა, რაც საქართველომ გადაიტანა და კიდევ გადაიტანს, ქართველების გამარჯვებით დამთავრდება.
ფოთის პორტი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი აბრეშუმის გზაა ევროპის ქვეყნებისთვის.
შენდება პორტი, რომელიც ყველანაირი ხომალდის, მათ შორის, სამხედრო გემების მიღებისთვისაც მზადაა.

2010 წელი, 4 ივნისი

ვხედავ, იწყება ფოთის პორტის მშენებლობა. ეს ის ადგილია, რომელიც ძალიან დასჭირდება ევროპასაც და ამერიკასაც. ასეა, საქართველო იყო და ყოველთვის იქნება აბრეშუმის გზა!

2010 წელი, 8 ივლისი

ამერიკას შავ ზღვაზეც და კავკასიაშიც აწყობს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მათთვის საიმედო დასაყრდენი ბაზა იქნება. ასეთი სახელმწიფო კი ქრისტიანული საქართველოა. დიახ, საქართველო, აბრეშუმის გზა, რომელიც მათ ჰაერივით სჭირდებათ.

<...> საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით ზუსტად ჯდება იმ მასშტაბებში, რაც ამერიკას აინტერესებს, განსაკუთრებით, ევროპას.
ძალიან დიდი ცვლილებები მოდის; ცვლილებები საქართველოს ძლიერების, დამოუკიდებლოლობისა და გაბრწყინებისათვის.

2011 წელი, 14 ივნისი

ჩემი პატარა ქვეყანა მშვიდდება, ძლიერდება და ყველა შემოტევას უძლებს.
ახლოსაა დროს, როცა ყველა მიხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული აბრეშუმის გზა, ანუ თავად საქართველო ევროპა-აზიის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი ამერიკისთვის. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება.

2012 წელი, 11 თებერვალი

საქართველოს აბრეშუმის გზა ჰაერივით სჭირდებათ ევროპასა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებს.
ვხედავ, ევროპა საქართველოს გავლით იღებს ბუნებრივ აირს — გაზი მაინც გაივლის აბრეშუმის გზას და გავა ევროპაში.

2013 წელი, 4 ივლისი

ქართველებო, ნუ გეშინიათ. დღევანდელ დღესაც გავუძლებთ, ვინაიდან დიდი ძალები გვიცავს, ვინაიდან ჩვენ რჩეული ერი ვართ დედამიწაზე!
კოსმოსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, რომელიც ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მთელ კავკასიაში ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც. აბრეშუმის გზას გვერდს ვერავინ აუვლის, ყველა გზა საქართველოზე გაივლის — სურს ეს რუსეთს თუ არა.

2016 წელი, 14 აგვისტო

ვიმეორებ: საქართველო ის აბრეშუმის გზაა, რომელიც ევროპასა და ამერიკას ჰაერივით სჭირდება!!!

2021 წელი, 18 აპრილი
საქართველო იქნება ცენტრი ნამდვილი პოლიტიკისა, რომელსაც პატივს სცემენ მთელი ევროპა და ამერიკა. ეს ასე იქნება, ჩემო საყვარელო ქართველებო. ნუ შეშინდებით!“, - წერს ლელა კაკულია.

🎥 რას ჰყვება გოგო, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე ელექტრო მანქანასთან, „ოპტიმუს პრაიმთან“ ერთად ზრუნავს

🎥 გაიცანით დეკანოზი, რომელსაც დედოფლისწყაროში ქართული ენდემური ჯიშის ხორბალი აქვს გაშენებული

ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი