Digest Logo

რას წერდა ბადრი ესებუა, სავარაუდო მძარცველი სოციალურ ქსელებში ?

1603704333
ესებუა-ესებუა

სამაუწყებლო კომპანია „მთავრი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი მოქალაქე ბადრი ესებუაა.

გვარამიას ინფორმაციითვე, ბადრი ესებუა 1988 წელს დაბადებულია და სენაკის მეორე ბატალიონში მუშაობს. აღნიშნულ ფაქტზე ოფიცილურ უწყებებს, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა იძებნება თუ არა ბადრი ესებუა სოციალურ ქსელებში და როგო პოზიციონირებს ის ინტერნეტსივრცეში.

ესებუა ამ ეტაპზე, მხოლოს რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ ფიქსირდება. გთავაზობთ, ამავე სოც ქსელში 2015 წელს ესებუას მიერ გამოქვეყნებულ 2 ფოტოს და სტატუსს - „ჰა, დილილმე, დილილმე მთა-ბარი შემოვირბინე“, - რომელიც ესებუას დღემდე არ წაუშლია.badri-esebua_o_h.jpegbadri-esebua_o_h.jpegesebua-badri_o_h.jpegbadri-esebua_o_h.jpeg

შეგახსენებთ რომ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მთავარ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის მედიასა და სამართალდამცველებს მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა.

შეიარაღებული პირის მთავარი მოთხოვნა იყო ნახევარ მილიონი დოლარი, ვერტმფრენი და ადგილის უსაფრთხოდ დატოვება. მან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო მოთხოვნილი თანხა და ტერიტორია 3 პირთან ერთად დატოვა, რომლებიც შუაღამისას გაათავისუფლა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ არის ზუგდიდელი დამყაჩაღებელი ?

მძევლები ზუგდიდში - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ჩვენ გვაქვს ნამდვილი დამნაშვის ფოტო და გავასაჯაროვებთ - გვარამია