Digest Logo

🎥 ზურა შევარდნაძემ გურული სუნელის ძველი რეცეპტს გვიზიარებს

1653906012
ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძემ თავის გვერდზე გურული სუნელის ძველი რეცეპტი გაგვიზიარა.

„ყველა გურულმა იცის სუნელი, საკმაზი, რომელსაც ყველა ვარგებული ქალი ნაყავს ფილთაქვაში და აქვს სულ. კასხანს ინახება, ბებიები, დედები, მამიდები უგზავნიან შინაურებს ქალაქში, აუცილებლად გათლილი ჭიქებით, ვერცხლის ქაღალდით თავმოკონილს.. ჩანთას და ყველაფერს რაც ალაგია შიგ მისი სურნელი ასდის. გურული სუნელის ძველ რეცეპრს ნინო კვაჭანტირაძე გვიზიარებს, ოქროს ხელებიც მისია..

ნახევარი კილო თხილი, 200 გრ, მწვანე, წიწაკა, დიდი კონა კეკლიანი-აკატრებული ქინძი, 300 გრ. ნიორი, ხოროში მარილი. ზაფრანის ნედლი ყვავილი სადავო ამბავია, ზოგი უშობა ზოგი არა. აუცილებელი იარაღი ძველი ფილთაქვა და ძლიერი მაჯაა, მუხლზე თუ დანაყავთ და ფეხს ააყოლებთ კიდევ უფრო გემრიელი გამოგივათ. გათლილ ჭიქას ვერცხლის ქაღალდს დაახურავთ, დაიტკეპნით და მაცივარში შეინახავთ. გამოყენებამდე ძმრით შეათხელებთ და შეანელებთ გემოვნებით. რასაც არ უნდა წასცხო ყველაფერს ჯადოსნურ, გურულ, ბავშვობის სურნელს და გემოს აძლევს,“ - წერს ზურა შევარდნაძე.

 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🎥 სწყინს თუ არა თათა გიორგობიანს, როდესაც ბაბი კირკიტაძის სილამაზეს ადარებენ? - მომღერლის პასუხი

„ვარჯიშზე მშიერი წავსულვარ, კარალიოკს ვჭამდით, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდი" - ლაშა ბექაურის მძიმე ისტორია

პოლიციელების მიერ ნაცემი ლაშა ბექაური, ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიძა, ლექსების წერა და გაჭირვებული ცხოვრებიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე - ძიუდოისტის უცნობი ამბები