Digest Logo

73 წლის კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა ბრალი წარედგინა - პროკურატურა

1762255435
სექსუალური_ძალადობა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ უწყებაში.  

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ლაშა ბასლანძის პანაშვიდზე მივიდა

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებისგანაც“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕🎥 რა მოხდა ბაღდათში, სადაც ჯგუფ „ურსას“ კონცერტზე დაკარგული ბავშვი სცენაზე ავიდა? - „ერთი კონცერტი ეს არის“