Digest Logo

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ლაშა ბასლანძის პანაშვიდზე მივიდა

1762252999
ლაშა ბასლანძე

ბიზნესმენსა და პროდიუსერს ლაშა ბასლანძეს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში მიმდინარეობს.

პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან, შვილთან ბერა ივანიშვილთან და რძალთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების და შოუბიზნესის წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა. მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გადადის კანის პირდაპირი კონტაქტით ან ტანსაცმლის, თეთრეულისა და ბალიშის გაზიარებით...“ - როგორ დავიცვათ თავი მუნისგან? მამუკა რაშოაიანის რეკომენდაცია

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებისგანაც“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕🎥 რა მოხდა ბაღდათში, სადაც ჯგუფ „ურსას“ კონცერტზე დაკარგული ბავშვი სცენაზე ავიდა? - „ერთი კონცერტი ეს არის“