Digest Logo

აღმოჩენილია დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - დეტალები

1719839252
 არადეკლარირებული სიგარეტი

მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „ნინოწმინდა“, „ვალე“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ლაგოდეხი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 33 180 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩვენი მიზანი იყო, ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ“ - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

🎥 გიორგი ქოჩორაშვილი თამაშის დასრულების შემდეგ რჩეულთან მივიდა - ემოციური კადრები