
ახალციხეში, ცენტრალურ პარკთან, პაატა ნათენაძის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორი სექსუალური ხარ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „არ არის რთული ვირტუალური კავშირი დაამყარო შენ სულთან...“ - რას ამბობს ასტრო-ფსიქოლოგი სიზმრებზე?