Digest Logo

🎥 „ამოგივარდები სახლში და გადმოგაგდებ მე-4 სართულიდან“ - ტრეფიკინგის ბრალდებით 32 წლის ქალი დააკავეს, იგი 62 წლის ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ფულს კი თავის ანგარიშზე არიცხვინებდა

1746685688
ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 აჭარაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

🎥 „საბედისწერო დღე არის... ეცადეთ თქვენი გეგმები, სურვილები და სამომავლო პერსპექტივები არ გააზიაროთ...“ - 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕„ღრუბელი, წვიმა...“- ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით