ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ფაქტი ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპული კაცი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის წარმომადგენლები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: