Digest Logo

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

1795878800
პოლიციის ლენტი

კახეთში ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, 35 წლის  კაცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი პირი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მხარდაჭერა ახალ იმედს გაგიჩენს...“ - ვის გაუმართლებს დეკემბერში ფინანსებში: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში

⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“

✕