Digest Logo

🎥 „მხარდაჭერა ახალ იმედს გაგიჩენს...“ - ვის გაუმართლებს დეკემბერში ფინანსებში: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

1795871387
თაკო მელიქიშვილი

4 ფავორიტი ნიშანი, რომელთაც დეკემბერში ფინანსურად გაუმართლებს - აღნიშნულ საკითხზე პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„♐️ მშვილდოსანი დეკემბერი ახალ შესაძლებლობებსა და სასიამოვნო ცვლილებებს გპირდება. შეიძლება გამოჩნდეს საინტერესო შეთავაზება, ახალი ნაცნობობა ან გზა, რომელიც დიდი ხანია გინდოდა გაგევლო. იყავი თამამი - იღბალი შენს მხარესაა!

♎️ სასწორი შენთვის დეკემბერი ურთიერთობების დალაგებისა და გულით სასურველი სიახლეების დროა. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა, მნიშვნელოვანი საუბარი ან ურთიერთობაში ახალი ეტაპი. საკუთარ სურვილებს მეტი ყურადღება დაუთმე.

♏️ მორიელი დეკემბერში შეიძლება ახალი მიმართულება ან ფინანსური შესაძლებლობა გამოჩნდეს. ყურადღებით შეხედე შემოთავაზებებს - ერთმა მათგანმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ გაგიხსნას გზა. ენდე საკუთარ ძალას და იმოქმედე გააზრებულად.

♋️ კირჩხიბი დეკემბერი ოჯახურ სითბოს, ემოციურ სიმშვიდესა და სასიხარულო ამბებს მოგიტანს. ძველი საკითხი შეიძლება სასიკეთოდ გადაწყდეს, ხოლო ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა ახალ იმედს გაგიჩენს. კარგი დროა საკუთარი თავისთვისაც“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში

⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“

⭕„სანთლები აანთე, მამა ზურაბი მოვიდა...არადა 20 წელია გარდაცვლილია“ – გიორგი ნიკოლავა გარდაცვლილი დედის უკანასკნელ დღეებზე

✕