
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენი მზე...“ - ბაბი კირკიტაძე ბათუმიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს