Digest Logo

„აქ „ქართული ოცნების“ რაღაცაში დადანაშაულება, მით უმეტეს, აბსოლუტურად ნული არგუმენტის წარმოდგენით, ძალიან არასერიოზულია“ - ლევან მაჭავარიანი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

1723559309
ლევან მაჭავარიანი

„აქ „ქართული ოცნების“ რაღაცაში დადანაშაულება, მით უმეტეს, აბსოლუტურად ნული არგუმენტის წარმოდგენით, ძალიან არასერიოზულია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

„მოსახლეობამ კარგად იცის, თუ ვინ დგას ამ სქემების უკან. აქ „ქართული ოცნების“ რაღაცაში დადანაშაულება, მით უმეტეს, აბსოლუტურად ნული არგუმენტის წარმოდგენით, ძალიან არასერიოზულია. სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს იმიტომ, რომ ქართველებს უსამართლობა ძალიან არ გვიყვარს. შესაბამისად, თუ ასეთი მწვავე ბრალდება უნდა განაცხადოს, ამას არგუმენტი, ფაქტი უნდა მოჰყვებოდეს, რაღაც სტატისტიკა უნდა მეტყველებდეს ამ ყველაფერზე, რომ მინიმუმ, ლოგიკური ჯაჭვი ავაგოთ”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში, ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს, არ შეესაბამება სიმართლეს“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

⭕„ბოლო ზარი იყო ბედნიერი... ყველაზე მეტად მთაში, მით უმეტეს სვანეთში წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა თუ ნაადრევად წასვლა ეწერა...“ - რას წერს შხელდის მწვერვალზე დაღუპული ალპინისტის და

⭕🎥 შებერილობის და გაზების პრობლემა ერთ დღეში გაქრება - ნიახურის უნიკალური თვისება