ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს:
„თელამ (Ulmus) დაასრულა ყვავილობა.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
რცხილას (Carpinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ყვავილობა დაიწყო ჭადარმა (Platanus), მისი მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ყვავილობა დაიწყო ასევე მუხამ (Quercus) და კაკალმა (Juglans), მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
თუთის (Morus) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
ყვავილობა დაიწყო ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანმა მცენარეებმა მარცვლოვნებმა (Poaceae) და დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘მარიკა ბაკურაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს
🎥 „კარგი წყვილი იქნებოდით“ - ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა