Digest Logo

ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1735802473
პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გიორგი ჩაკვეტაძემ 2025 წელი „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ შესრულებული საგოლე გადაცემით დაიწყო

⭕დღეიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ტესლას მანქანა ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროსთან აფეთქდა - დაიღუპა მძღოლი, 7 ადამიანი კი დაშავდა