Digest Logo

ტესლას მანქანა ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროსთან აფეთქდა - დაიღუპა მძღოლი, 7 ადამიანი კი დაშავდა

1735798302
ტესლას მანქანა

საწვავით სავსე ტესლას მანქანა (Tesla Cybertruck) ლას-ვეგასში, ნევადაში ტრამპის სასტუმროსთან აფეთქდა. ინციდენტის შედეგად მძღოლი დაიღუპა, შვიდი ადამიანი კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 

პოლიციის ცნობით, მანქანა დაქირავებული იყო კოლორადოში და ქალაქში 1-ელი იანვრის დილას, აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩავიდა. მანქანა სასტუმროს წინ, შუშის შესასვლელთან იყო გაჩერებული. მოულოდნელად მას კვამლი გაუჩნდა და აფეთქდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია და სამართალდამცველები იძიებენ, არსებობს თუ არა რაიმე შესაძლო კავშირი ნიუ ორლეანში იმავე დღეს მომხდარ თავდასხმასთან, რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

ბაიდენის ცნობითვე, ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას გამოძიების ფედერალური ბიურო ტერორიზმის აქტად იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ანჩისხატის ტაძრის ფასადს და კარს კვერცხები ესროლეს

⭕„ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით შემიძლია ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ბავშვებს, სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!“ - მანანა თოდაძე

⭕„ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა“ - პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი