Digest Logo

ბოლნისში ქორწილზე დაწყებული კონფლიქტი 10 ადამიანის დაჭრით დასრულდა - დაკავებულია 2 პირი

1732609559
ბორკილები ბორკილები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ხელჩართული გარჩევის დროს 10 ადამიანი დაჭრეს. არსებული ცნობით, კონფლიქტი საქორწილო დარბაზში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. 

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია 2 ადამიანი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.