ბორჯომში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს, დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პარასროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
⭕„ოქროს მედალს გისურვებ ჩვენო სიამაყე მოფარიკავევ“ - გოგა ჩანადირი ნინო თიბილაშვილზე
⭕ორსული მაკო ყაველაშვილი შესანიშნავად გამოიყურება - დიზაინერი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
წყარო: rustavi2.ge