მსახიობი ლაშა გურგენიძე მეორე მეუღლეს თაკუნა მჭედლიშვილს დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ლაშა გურგენიძემ ახალი რჩეული დანიშნა. სოციალურ ქსელში კი მათ ნიშნობიდან ფოტოები გაავრცელეს.
ცნობილია მსახიობის ახალი რჩეულის ვინაობაც, იგი ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა.
ცნობისთვის, ლაშა გურგენიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. თაკუნა მჭედლიშვილთან მას საერთო შვილი არ ჰყოლია. ლაშა გურგენიძე და თაკუნა მჭედლიშვილი წლების განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. თუმცა პანდემიის გამო მათ რამდენიმე წლით ქორწილი გადასწიეს. წყვილმა 2022 წელს იქორწინა და გრანდიოზული წვეულება გადაიხადა.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სამოთხე თვითონ მოვა შენთან...“ - რას წერს გია მურღულია
⭕ 31 ოქტომბერი ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა - იგი 70 წლის გახდებოდა
⭕„კარგი იქნება, ზიარება, აღსარება...“ - 31 ოქტომბრის ასტროლოგიური რეკომენდაციები მიხეილ ცაგარელისგან