
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ
მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ფეხები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„ბუნებრივი სილამაზე...“ - მანიკა ასათიანი ახალ კადრებს აქვეეყნებს
⭕ ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს - „ხვიჩა კვარაცხელია სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება“