Digest Logo

ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს - „ხვიჩა კვარაცხელია სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება“

1748154530
ლუის ენრიკე

პსჟ-სა და „სტად დე რეიმსს“ შორის საფრანგეთის თასის ფინალამდე ცოტა ხნით ადრე. მატჩის ოქმში შეყვანილი ხვიჩა კვარაცხელია საბოლოოდ მოედანზე არ გავიდა და ის დეზირე დუემ შეცვალა. საბოლოოდ გაირკვა – ქართველი ფეხბურთელი თავის ტკივილის გამო დაასვენეს.

ამ ინფორმაციის შემდეგ, გაზეთმა Parisian-მა სხვა დეტალებიც გაავრცელა: ფეხბურთელმა სტადიონი თამაშის დაწყებამდე დატოვა. ინფორმაციამ შეაშფოთა პსჟ-ს და ქართველი ქომაგები ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი კვირით ადრე, რომელშიც ფრანგები მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.

ამიტომ, „რეიმსთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ, ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე ამის შესახებ კითხვები დაუსვეს. ესპანელმა მწვრთნელმა კი გულშემატკივრები დაამშვიდა.

„კვარამ თამაში ვერ შეძლო, რადგან გახურების შემდეგ თავს კარგად ვერ გრძნობდა და ოდნავ თავბრუ დაეხვა. გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა და დაესვენა. ახლა ის სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

სერიოზული არაფერია და სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება. ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ თამაში. ამიტომ რისკზე წასვლა არ გვინდა. ფეხბურთში ასეთი რამ ხანდახან ხდება“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მფლობელია

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

🎥 „ბავშვობაში მინდოდა მოდელობა... ცოტა ვიფართხალე კიდეც კარიერის დასაწყისში მაგრამ ნუ აი ვერაფრით მოვერგე სტანდარტებს, დიდი ძუძუები, განიერი თეძო...“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

წყარო: 1tv.ge