Digest Logo

ჭავჭავაძეზე საიუველირო მაღაზია გაქურდეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1679298675
საიუველირო მაღაზია გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს
დაბადებული ა.ჰ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირად ღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ჰ. მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.