
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა. მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შედეგად ასევე დაიჭრა მოკლულის თანმხლები მამაკაცი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ცხრა გასროლის ხმა გაიგეს.
მკვლელობა გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მერევედფინალის სიმბოლურ გუნდშია
⭕15 მარტი მიცვალებულთა ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ