Digest Logo

დააკავეს კაცი, რომელსაც კახეთში ყოფილი ცოლის დაჭრა და მისი ქმრის მოკვლა ედება ბრალად

1701325115
პოლიცია

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს კაცი, რომელსაც კახეთში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა და მისი ქმრის მოკვლა ედება ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს - 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ.
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ რამე მტკივა მერე ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე, ვითიშები. მთელი ყურადღება ტკივილზე გადამაქვს“ - თედო ბექაურის ემოციური ეთერი

🔵„მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს... არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო“ - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?