Digest Logo

პროკურატურა: 624 მლნ დოლარისა და 35 მლნ ევროს ლეგალიზაციის საქმეზე დაკავებული პირი საზოგადოებისთვის უცნობია

1758089472
პროკურატურის შენობა

„დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, - ამის შესახებ „კურიერს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

საქმე ეხება 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ გუშინ, 16 სექტემბერს ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გავაგრძელებთ ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებების, დეტალებისა და დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დასადგენად.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სესილია თაყაიშვილის ანდერძი, მეგობრისთვის დაწერილი წერილი და უცნობი ისტორიები - ასმათ ტყაბლაძე კოლეგაზე

⭕ „ადამიანის პირით ღმერთის ლაპარაკია დედამიწაზე...“ - გია მურღულია

🎥 „რაც დღეს ხდება, შემთხვევითი არ არის...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან