Digest Logo

„დილა ადამიანის ფიქრსა და განწყობას აყალიბებს, რაც მთელ დღეზე ახდენს გავლენას“- გია მურღულია

1758088250
გია მურღულია

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემეცნებით პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დილა ადამიანის ფიქრსა და განწყობას აყალიბებს, რაც მთელ დღეზე ახდენს გავლენას.

„დილა ფიქრისა თუ შეგრძნებისთვის მსუბუქი და სასიამოვნო უნდა იყოს.
ამ დროს მთელი დღის განწყობა იბადება და დაღამებამდე სიცოცხლის კოდს ქმნის.
ფიქრმა და განწყობამ გაცხადება იცის.

კარგი და მშვენიერია ის? - მაშინ დღეც კარგი და მშვენიერი იქნება.
სამყარო ასეა მოწყობილი - რას იზამ, სიტყვით შექმნილია.

სულში თუ მშვენიერებისა და სინათლის დაბადება გინდა, ერთ-ერთი „უტყუარად ნამდვილი“ შესაძლებლობა პოეზიაა, რომელიც ადამიანის პირით ღმერთის ლაპარაკია დედამიწაზე და სხვა რა შეიძლება იყოს კაცის არსებაში სინათლის უკეთესად დამბადებელი?

ერთ „წამალს“ გიწილადებთ ამ დილას.

ეს არის მაცუო ბაშოს (1644 - 1694) ჰაიკუ - ზაალ ჩხეიძის თარგმანი:

„ფუძის ნიავო,
ძვირფას ქვასავით
მარაოთი წაგიღებ სახლში!“

წარმოგიდგენიათ, მარაოთი წმინდა მთის ნიავი როგორ მიგაქვთ სახლში?

იმ ნიავის სიძვირფასე წარმოგიდგენიათ?

წარმოიდგინეთ და მზის სინათლესთან ერთად სულის სინათლეც დაიბადება.

დაე, ასეთი იყოს თქვენთვის 2025 წლის 17 სექტემბერი“, - წერს გია მურღულია.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რაც დღეს ხდება, შემთხვევითი არ არის...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან

⭕„თუ დაბადების დრო მხოლოდ მიახლოებით იცით, გამოცდილ ასტროლოგს შეუძლია დაგეხმაროთ...“ - რას წერს ხათუნა ნოელი ასცენდენტზე

⭕ „სექტემბრის იმ დილასთან მივალ, როცა მამაჩემი ჩანთაში წიგნებს ჩამიწყობს და...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?